https://sputnik-georgia.com/20240704/kaxetshi-amerikul-tetr-pepelas-ebrzvian-288827179.html
კახეთში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან
კახეთში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან
Sputnik საქართველო
სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენს და ამუშავებს. 04.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-04T15:22+0400
2024-07-04T15:22+0400
2024-07-04T15:22+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სურსათის ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_aaeda648f8cdb98575e480af14575212.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით კახეთის რეგიონში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ამერიკული თეთრი პეპელა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. იგი საქართველოში პირველად 1976 წელს, იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წამლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მონიტორინგის შედეგების მიღებისთანავე დაიწყეს. დღეისათვის, 800 ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით გრძელდება მონიტორინგი.„კახეთში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა მწვანე საფარის დასაცავად და მოსავლის შესანარჩუნებლად ტარდება", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.მისი თქმით, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდება ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებშიც.როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ განხორციელებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი.სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენს და ამუშავებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/18/272438587_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_9cb06c7f4722c007ae3da30854308212.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები
კახეთში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან
სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენს და ამუშავებს.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის მიზნით კახეთის რეგიონში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკული თეთრი პეპელა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. იგი საქართველოში პირველად 1976 წელს, იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
კახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წამლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მონიტორინგის შედეგების მიღებისთანავე დაიწყეს. დღეისათვის, 800 ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. ღონისძიებები უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით გრძელდება მონიტორინგი.
„კახეთში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა მწვანე საფარის დასაცავად და მოსავლის შესანარჩუნებლად ტარდება", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ მესხმა.
მისი თქმით, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდება ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებშიც.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ განხორციელებული ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, დასავლეთ საქართველოში მავნებლის გავრცელების მხოლოდ ერთეული შემთხვევებია გამოვლენილი.
სააგენტო მავნებლის გავრცელების კერებს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე ადგენს და ამუშავებს.