https://sputnik-georgia.com/20240704/iusticiis-umaglesi-sabchos-wevrobis-survili-xutma-kandidatma-gamotqva-288838169.html
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა
Sputnik საქართველო
კონკურსში მონაწილეობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5 განაცხადია შესული. 04.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-04T22:13+0400
2024-07-04T22:13+0400
2024-07-04T22:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250092171_0:28:1818:1051_1920x0_80_0_0_e9bf26576df01dbfc3dd567d622291ff.jpg
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი თავისი კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა დანიშნავს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ თამარ გვამიჩავას უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.კომისია, რომელიც კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებით იყო დაკავებული, 21 ივნისს შეიქმნა და განაცხადებს 1 ივლისამდე იღებდა. მასში შედიოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს - გასაუბრების ტრანსლირებასოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.პროცესს ეუთო/ოდირის ექსპერტები დააკვირდებიან.იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. საბჭო შედგება 15 წევრისაგან - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული ხუთი არამოსამართლე წევრი და არამოსამართლე წევრისგან, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/13/250092171_191:0:1628:1078_1920x0_80_0_0_d308100ae43334cf8b39c7efb982b6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა
კონკურსში მონაწილეობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5 განაცხადია შესული.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი თავისი კვოტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა დანიშნავს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ თამარ გვამიჩავას უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება.
„პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
კომისია, რომელიც კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებით იყო დაკავებული, 21 ივნისს შეიქმნა და განაცხადებს 1 ივლისამდე იღებდა. მასში შედიოდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„კონკურსში მონაწილეობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 5 განაცხადია შემოსული. ამ ეტაპზე შესარჩევი კომისია ამოწმებს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობას", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
კომისია კანდიდატებთან გასაუბრებას მომავალ კვირას გამართავს - გასაუბრების ტრანსლირებასოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე მოხდება.
პროცესს ეუთო/ოდირის ექსპერტები დააკვირდებიან.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მიზანია მაღალი ხარისხის და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობა. საბჭო შედგება 15 წევრისაგან - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული ხუთი არამოსამართლე წევრი და არამოსამართლე წევრისგან, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი.