GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© press-service of Georgian Water and PowerGWP-ის ტექნიკური ჯგუფი
GWP-ის ტექნიკური ჯგუფი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2024
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 4 ივლისი - Sputnik. ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის ნაწილს 4 ივლისის 18:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებს სრულად აახლებს. მასშტაბური სამუშაოების პირველ ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს კომპანია დღეს, 4 ივლისს, ჩაატარებს.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყნეთის გზატკეცილზე სრულად იცვლება წყალსადენის 2 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, წყალარინების 0,5 კილომეტრამდე სიგრძის მოძველებული ქსელი, ასევე ახალ ქსელზე მონტაჟდება 10 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, ეწყობა 2 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში კომპანია 3,6 მლნ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
4 ივლისისი 18:00 საათიდან 5 ივლისის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში - წყნეთის გზატკეცილს, კაკლების დასახლებას, უნივერსიტეტის, მარგიანის, დანელიას, თავხელიძის, მარიჯანის, ფხაკაძის, მ.დოლიძის, საკანდელიძის, გ.წერეთლის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობელის და ჩოლოყაშვილის ქუჩებს, ქავთარაძის ქუჩის N21,23,25,27,32,34,36,38,40,42, ნუცუბიძის ქუჩის N51,53,91,95, N131-179, N80-86, ვაჟა-ფშაველას გამზირის N72,74,75,76,77,78,79,80, ვაჟა-ფშაველას მე-3 კვარტლის N8ა-21, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტლის N25, ჭავჭავაძის გამზირის N39,41,43,45,47,49,51,53,55,73,74,75,76,78,80,82,84, თამარაშვილის ქუჩის N 1,2ა,3,4,9, ჟღენტის ქუჩის N2.
ამასთან, დღეს 18:00 საათიდან 5 ივლისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთის, კიკეთის, წავკისის, კოჯრის, ბეთანიის, ახალდაბის, სამადლოსა და კვესეთის მოსახლეობას.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0