საქართველოში აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი შემუშავდა

© Fotolia / Mita Stock Imagesგოგონა ტელევიზორთან
გოგონა ტელევიზორთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2024
გამოწერა
აუდიოვიზუალური მედიამომსახურების სახეებს მიეკუთვნება ტელემაუწყებლობა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებლებს 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მოეთხოვებათ ქცევის კოდექსის დაცვა.
აუდიოვიზუალური მედიამომსახურების სახეებს მიეკუთვნება ტელემაუწყებლობა, გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება და აუდიოვიზუალური სარეკლამო კომუნიკაცია.
საუბარია ტელევიზიის მსგავს სერვისებზე. იქმნება პროგრამების კატალოგი, რომლის დახმარებითაც მომხმარებლები ინდივიდუალური მოთხოვნისამებს და მათ მიერ არჩეული დროის მონაკვეთში შეძლებენ სასურველი პროგრამების ყურებას.
გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაამტკიცა. იგი შეეხება მომწოდებელთა მუშაობის მეთოდებს და მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებს.
მომწოდებლები 1-ელი იანვრიდან ვალდებული იქნებიან აიღონ სარედაქციო პასუხისმგებლობა აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შინაარსის შერჩევაზე - ზუსტი, მიუკერძოებელი და დაბალანსებული ინფორმაციის წარდგენისთვის.
იკრძალება სუიციდისა და თვითდაზიანების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ასევე შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს.
სავალდებულო ხდება ინფორმაციის წყაროს მითითება.
დაინტერესებულ პირებს უფლება ექნებათ პასუხი გასცენ მათი მისამართით გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას.
ზემოთაღნიშნული მედიამომსახურების მომწოდებლებს მოეთხოვებათ პატივი სცენ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, თუ საუბარი შეეხება უბედურ შემთხვევებსა ან ტრაგედიებს.
იკრძალება კონტენტის გავრცელება, რომელიც წაახალისებს დანაშაულებს ან ანტისოციალურ მოღვაწეობას, ასევე ბრალდებულთა, მოწმეების, მსხვერპლთა ან ნაფიც მსაჯულთა ვინაობის გამჟღავნება.
მომწოდებლებს ასევე მოეთხოვებათ პატივი სცენ არასრულწლოვანთა ან არასაჯარო პირთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. იკრძალება ქონების, ოჯახის წევრების ადგილმდებარეობისა და ძალადობის სცენების შესახებ ინფორმაციის უნებართვოდ გავრცელება.
პროგრამები ოკულტიზმის, ეგზორციზმის, პარანორმალური პრაქტიკის ან ჰიპნოზის შესახებ არ უნდა შეიცავდეს რჩევებს პირებისთვის, მათი ჯანმრთელობის, ფინანსების, დასაქმების ან ურთიერთობების შესახებ, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანებს. ამასთან, იკრძალება აუდიო ან ვიზუალური ეფექტების გამოყენება ინფორმაციის გადასაცემად, ან სხვაგვარად ზემოქმედება აუდიტორიაზე, მათთვის ამის შესახებ ინფორმირების გარეშე.
პროგრამის მიზანი არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიმე ჯგუფის ან პირის ინტერესების დაცვა და რაიმე აზრის ან შეხედულების დომინირება, როდესაც საქმე ეხება საკამათო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის სხვა საკითხებს.
არჩევნების გაშუქებისას, მომწოდებლებს მოეთხოვებათ დაიცვან ჟურნალისტებისთვის დადგენილი დადგენილი გაშუქების წესებით.
კოდექსის დარღვევისთვის სანქციები დამოკიდებული იქნება დარღვევის კონტექსტზე, დაწყებული გაფრთხილებიდან ჯარიმამდე.
ყველა ახალი ამბავი
0