უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: ივნისის მონაცემები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2024
გამოწერა
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის ივნისში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირების და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 156 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
156 ფაქტიდან 119 ხეტყის უკანონო მოპოვება–ტრანსპორტირებას ეხება, 37 – საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების გამოვლენის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე.
ხეტყის უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი – 69 ფაქტი გამოვლენილია კახეთში. აჭარაში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში - 19, იმერეთში - 15, შიდა ქართლში - 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 4, გურიაში - 4, ქვემო ქართლში კი 1.
ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0