https://sputnik-georgia.com/20240703/saqartvelo-fijis-matchze-damatebiti-matareblebi-dainishna-288806007.html
საქართველო vs ფიჯი: დამატებითი მატარებლის რეისები დაინიშნა
საქართველო vs ფიჯი: დამატებითი მატარებლის რეისები დაინიშნა
Sputnik საქართველო
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. 03.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-03T16:12+0400
2024-07-03T16:12+0400
2024-07-03T16:12+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/01/282826046_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_00e0e7ab598081b602526b84f5278be0.jpg
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს რკინიგზამ World Rugby-ის სერიის ივლისის ტესტ-მატჩთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება, თბილისი-ბათუმის მიმართულებით 4 და 5 ივლისს ორი დამატებითი რეისი დანიშნა.მატჩი ბათუმში „Ajarabet არენაზე" 5 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. ერთი შეხვედრა ფრე ანგარიშით, ხუთი კი ფიჯის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 17:12.გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სტუმრად იაპონიის ნაკრებს, 20 ივლისს კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.Test-match - ესაა საერთაშორისო დონის მატჩი ოფიციალური შეჯიბრებების ფარგლებს გარეთ. ამხანაგური თამაშისგან განსხვავებით, ტესტ-მატჩებს World rugby-ს რეიტინგში ითვალისწინებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/01/282826046_180:0:1716:1152_1920x0_80_0_0_c72722b9dcdc3d563e84688bcdb1cde2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რკინიგზა
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს რკინიგზა
საქართველო vs ფიჯი: დამატებითი მატარებლის რეისები დაინიშნა
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს რკინიგზამ World Rugby-ის სერიის ივლისის ტესტ-მატჩთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საქართველოს რაგბის ნაკრები ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება, თბილისი-ბათუმის მიმართულებით 4 და 5 ივლისს ორი დამატებითი რეისი დანიშნა.
მატჩი ბათუმში „Ajarabet არენაზე" 5 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.
განრიგის თანახმად, 4-5 ივლისს თბილისიდან მატარებელი ადგილობრივი დროით 08:40 საათზე გავა და ბათუმში 14:43 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი მატარებელი 00:01 საათზე გამოვა და თბილისში 05:05 საათზე ჩამოვა.
„ბორჯღალოსნები" მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს შვიდჯერ დაუპირისპირდნენ და მხოლოდ ერთხელ შეძლეს მეტოქის დამარცხება. ერთი შეხვედრა ფრე ანგარიშით, ხუთი კი ფიჯის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს საქართველო და ფიჯი ერთმანეთს 2023 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ და იმ მატჩში გამარჯვება კუნძულელებს დარჩათ – 17:12.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები ზაფხულში კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავს – 13 ივლისს „ბორჯღალოსნები“ სტუმრად იაპონიის ნაკრებს, 20 ივლისს კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ავსტრალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
Test-match - ესაა საერთაშორისო დონის მატჩი ოფიციალური შეჯიბრებების ფარგლებს გარეთ. ამხანაგური თამაშისგან განსხვავებით, ტესტ-მატჩებს World rugby-ს რეიტინგში ითვალისწინებენ.