https://sputnik-georgia.com/20240703/saniolma-sheizleba-nakrebis-mwvrtnelis-posti-datovos-288807795.html
სანიოლმა შესაძლოა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს
სანიოლმა შესაძლოა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს
Sputnik საქართველო
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. 03.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-03T17:19+0400
2024-07-03T17:19+0400
2024-07-03T17:19+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287188_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6b5fc9f70c70c516ef13fd557ad3d0a0.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ვილი სანიოლმა არ გამორიცხა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე შეიძლება საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვოს.საქართველოს ნაკრები გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც მერვედფინალში გასვლა შეძლო და ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხების შემდეგ ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს ნაკრებს მსგავსი დონის პრესტიჟულ შეჯიბრებებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ზე გამგზავრებამდეც განაცხადა, რომ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს.ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. ახალ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 25 მარტს შედგა. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზესაქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.2 ივლისს, ევრო 2024-ის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. იმავე დღეს მთავრობამ თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელთა საზეიმო დახვედრა გამართა, სადაც ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები მედლებითა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287188_75:0:1214:854_1920x0_80_0_0_3fa3ba11e416782817f33e4660565175.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სანიოლმა შესაძლოა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვოს
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ვილი სანიოლმა არ გამორიცხა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე შეიძლება საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვოს.
საქართველოს ნაკრები გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან გუშინ დაბრუნდა, სადაც მერვედფინალში გასვლა შეძლო და ესპანეთთან ანგარიშით 1:4 დამარცხების შემდეგ ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს ნაკრებს მსგავსი დონის პრესტიჟულ შეჯიბრებებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია. ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ზე გამგზავრებამდეც განაცხადა, რომ, შესაძლოა, გუნდი დატოვოს.
„ახლახან დავამთავრეთ შეჯიბრი და ახლა უნდა განვიხილოთ ფედერაციასთან, რა იყო კარგი და რა იყო ცუდი. ამის შემდეგ ვისაუბრებთ გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა სანიოლმა.
ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. ახალ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 25 მარტს შედგა. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე
საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეროვნულმა გუნდმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
2 ივლისს, ევრო 2024-ის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. იმავე დღეს მთავრობამ თავისუფლების მოედანზე ფეხბურთელთა საზეიმო დახვედრა გამართა, სადაც ათიათასობით გულშემატკივარი შეიკრიბა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის წევრები მედლებითა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.