საქართველოში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - შავი ყუთი ნაპოვნია

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტო
თავდაცვის სამინისტო - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2024
გამოწერა
წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საფრენი აპარატი სუ-25-ის ჩამოვარდნის ადგილზე შავი ყუთი ნაპოვნია, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2 ივლისს თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა სუ-25 ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, კატასტროფა განიცადა. მომხდარის შედეგად თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
ტრაგიკული ინციდენტის სრულყოფილი შესწავლის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ ყველა საჭირო პროცედურა ტარდება. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია საფრენი აპარატის ნაწილები და ნაპოვნია შავი ყუთი", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ინციდენტის შემდეგ შესაბამისი სამსახურების მიერ საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ჰექტარ ფართობზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წინასწარმა მოკვლევამ აჩვენა, რომ საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.
სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 401-ე მუხლით დაიწყო. საქართველოს პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია.
ყველა ახალი ამბავი
0