https://sputnik-georgia.com/20240703/sabajo-tanamshromloba-da-biznesi-ra-sakitxebi-ganixila-darchiashvilma-mirzoiantan-288816678.html
საბაჟო თანამშრომლობა და ბიზნესი: რა საკითხები განიხილა დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგასთან
საბაჟო თანამშრომლობა და ბიზნესი: რა საკითხები განიხილა დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგასთან
Sputnik საქართველო
დარჩიაშვილისა და მისი სომეხი კოლეგის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. 03.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-03T20:14+0400
2024-07-03T20:14+0400
2024-07-03T20:14+0400
საქართველო
სომხეთი
კავკასია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/03/288808570_0:146:2048:1299_1920x0_80_0_0_adaa317ca0d19fe28f9759d9262fb654.jpg
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, ილია დარჩიაშვილისა და არარატ მირზოიანის თბილისში შეხვედრის მთავარი თემა გახდა.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.მისი თქმით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას.„ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ინტენსიურ მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაზე. სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურიზმის მიმართულებით – პირველ სამეულში. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება ამ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის", - განაცხადა დარჩიაშვილმა.სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით, განსაკუთრებით საბაჟო სექტორში.სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წლევანდელი წელი, ქვეყნებს შორის ინტენსიური ურთიერთობებით გამოირჩეოდა. „ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში დინამიკა ჩნდება", დასძინა მირზოიანმა.შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს მზადყოფნა გაუმკლავდნენ რეგიონში არსებულ გამოწვევებს.„განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები და ხაზი გავუსვით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი ქვეყნის ახალი მისწრაფებები გააჟღერა.„სომხეთმა ენთუზიაზმით მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხურ-ქართული ურთიერთობების, არამედ რეგიონული მოვლენების კონტექსტშიც. მინდა ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკას ასევე აქვს ურთიერთობა ევროკავშირთან, ახალი დღის წესრიგის ფორმირება, ჩვენი შეხედულებები და პერსპექტივები“, - განაცხადა მირზოიანმა.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. 2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/03/288808570_132:0:1952:1365_1920x0_80_0_0_9d6ebed20ee166b901497fe87b8a2f0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, კავკასია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საბაჟო თანამშრომლობა და ბიზნესი: რა საკითხები განიხილა დარჩიაშვილმა სომეხ კოლეგასთან
დარჩიაშვილისა და მისი სომეხი კოლეგის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, ილია დარჩიაშვილისა და არარატ მირზოიანის თბილისში შეხვედრის მთავარი თემა გახდა.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
„აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. ახალი ეტაპი გარდამტეხად აისახა ჩვენს მრავალმხრივ თანამშრომლობაზე", - გნაცხადა დარჩიაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას.
„ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ინტენსიურ მრავალგანზომილებიან თანამშრომლობაზე. სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია, ხოლო ტურიზმის მიმართულებით – პირველ სამეულში. განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულება ამ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შორის ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რომელსაც სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებით, განსაკუთრებით საბაჟო სექტორში.
„სომხეთის და საქართველოს შორის თანამშრომლობა მართლაც სწრაფად ვითარდება ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა თუ უსაფრთხოება, განათლებით და კულტურით დაწყებული და ტურიზმით და ხალხთა შორის კონტაქტებით დამთავრებული. ურთიერთვაჭრობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და საბაჟო სექტორში ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებით შეგვიძლია, მივაღწიოთ ახალ, მნიშვნელოვან შედეგებს, ხელი შევუწყოთ ბიზნესსა და ადამიანებს შორის კონტაქტების გაღრმავებას“, – აღნიშნა მირზოიანმა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, წლევანდელი წელი, ქვეყნებს შორის ინტენსიური ურთიერთობებით გამოირჩეოდა. „ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში დინამიკა ჩნდება", დასძინა მირზოიანმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს მხარდაჭერა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნეს მზადყოფნა გაუმკლავდნენ რეგიონში არსებულ გამოწვევებს.
„განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები და ხაზი გავუსვით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი ქვეყნის ახალი მისწრაფებები გააჟღერა.
„სომხეთმა ენთუზიაზმით მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხურ-ქართული ურთიერთობების, არამედ რეგიონული მოვლენების კონტექსტშიც. მინდა ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკას ასევე აქვს ურთიერთობა ევროკავშირთან, ახალი დღის წესრიგის ფორმირება, ჩვენი შეხედულებები და პერსპექტივები“, - განაცხადა მირზოიანმა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა „სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.