აბიტურიენტებს შორის მსჯავრდებულებიც არიან - რამდენი აბარებს ეროვნულ გამოცდებს?

© Special Penitentiary Service of Georgiaმსჯავრდებული
მსჯავრდებული - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2024
გამოწერა
მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია.
თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 34 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან ოთხი არასრულწლოვანია, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, დღეს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი დაიწყო.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
უწყების ცნობით, პატიმრები ციხეში ისწავლიან, სადაც 2022 წლიდან ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“ მოქმედებს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომს ხდის საუნივერსიტეტო განათლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს აკადემიური სწავლების ხარისხს.
აღნიშნული პროექტი მსჯავრდებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, დისტანციურად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება, ჩაერთონ საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში, ონლაინ დაესწრონ ლექციებს და პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის მაისის მდგომარეობით, სკოლებში 68 პატიმარი სწავლობდა, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამებზე 34 პატიმარი.
ყველა ახალი ამბავი
0