https://sputnik-georgia.com/20240703/premierma-abiturientebs-warmtebebi-usurva-288813999.html
პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა
პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა
Sputnik საქართველო
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 03.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-03T19:39+0400
2024-07-03T19:39+0400
2024-07-03T19:39+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_95e484a145542d42adcaff5beae95f28.jpg
თბილისი, 3 ივლისი— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_382:200:1892:1333_1920x0_80_0_0_9d8211a3c0ca93e2293c9b505c0ef367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
პრემიერმა აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
თბილისი, 3 ივლისი— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებები უსურვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
„თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, ეტაპი, რომელიც განაპირობებს თქვენს მომავალს. წარმატებას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს ამ ახალ გზაზე. ახალი თაობა, უპირველესად, მეტ ენერგიასა და შესაძლებლობებს გულისხმობს თანამედროვე საქართველოსთვის. მჯერა, თქვენი ძალა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება უფრო მეტ წინსვლასა და განვითარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას ”, - ნათქვამია პრემიერის წერილში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა.
2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები გახსნილია: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.