1 მილიონზე მეტის ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტს: ერთ პირს ბრალდება წარედგინა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2024
გამოწერა
დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე სისხლისამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ ძირითად გადასახადს - 1.499.116 ლარის ოდენობით.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 218 - ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0