მოსაზრება: საპატრულო გემი „ივან პაპანინი“ - პირველი საბრძოლო ყინულმჭრელი

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2024
გამოწერა
მსოფლიოში პირველი „საბრძოლო ყინულმჭრელი“ გამოშვებული იყო რუსეთის სანხედრო საზღვაო ფლოტისათვის. ბალტიის ზღვაში მოწმდება საპატრულო გემ „ივან პაპანინის“ დანადგარის სამოძრაო ფუნქციები და სხვა მახასიათებლები. ეკიპაჟმა სპეციალური არქტიკული) პროგრამით კომპლექსური მომზადება დაასრულა...
ყინულის კლასის საპატრულო გემი აღჭურვილია შეიარაღების სერიოზული კომპლექსით: მია ბორტზე განთავსებულია რვა ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი - კ“, გემსაწინააღმდეგო რაკეტები „ურან“, საარტილერიო დანადგარი АК-176 ან АК-190, ორი ჩქაროსნული საპატრულო კატერი „რაპტორი“ და ერთი სადესანტო კატერი „მანუდი“.
გემს შეუძლია დარტყმები განახორციელოს საზღვაო, სანაპირო და საჰაერო სამიზნეებზე მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ კლიმატურ ზონაში. მისი კორპუსის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, გზა გაიკვალოს ყინულში, რომლის სისქეცაა 1,7 მეტრამდე. ტექნიკური და საბრძოლო მახასიათებლების ერთობლიობის მიხედვით, მსოფლიოში ჯერ არავის შეუქმნია არაფერი მსგავსი. ეს არქტიკის მრისხანე მბრძანებელი ნატოს „ცივი კოშმარი“ გახდება.
„ივან პანინი“ ითავსებს საპატრულო გემის, ყინულმჭრელის და ბუქსირის პუნქციებს და ამის წყალობით, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სამხედრო საზღვაო9 ფლოტის არქტიკულ დაჯგუფებას. უნიკალურ „საბრძოლო ყინულმჭრელს“ შეუძლია, ეფექტიანად უზრუნველყოს რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოება არქტიკაში - დაჯგუფებების, გემების რაზმების შემადგენლობაში და დამოუკიდებლადაც.
„ივან პანინი“ სამხედრო საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში 2024 წლის ბოლომდე შევა. რუსი სამხედრო მეზღვაურთათვის და მესაზღვრეებისათვის დღეს შენდება სამი ანალოგიური, ყინულის კლასის გემი - „ნიკოლაი ზუბოვი“, „პურგა“ და „ძერჟინსკი“.
დასავლეთში შეშფოთებით აკვირდებიან „რუსეთის მზადებას მომავალ სავარაუდო კონფრონტაციისათვის სტრატეგიულ არქტიკულ რეგიონში, ხედავენ „შესაძლებლობების მზარდ უპირატესობას შეერთებულ შტატებთან შედარებით“.
მაგრამ, მსგავსი ვერაფრის აშენება ნატოს ქვეყნებში არ შეუძლიათ, იქ, პრაქტიკულად, არ არის ყინულმჭრელი ფლოტი. ერთადერთი მოქმედი აშშ-ს სანაპირო დაცვის მძიმე ყინულმჭრელია - „ბებერი“ Polar Star -ია, რომელიც აშენებულია 1976 წელს... სამი ახალი ყინულმჭრელის Polar Security Cutter გამოჩენა რამდენჯერმე გადაიდო და 2028 წლამდე სიტუაცია რა შეიცვლება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0