https://sputnik-georgia.com/20240702/momavali-wlidan-teqinspeqtirebis-centrebis-kontroli-gamkacrdeba-288761286.html
მომავალი წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების კონტროლი გამკაცრდება
მომავალი წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების კონტროლი გამკაცრდება
Sputnik საქართველო
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა. 02.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-02T16:18+0400
2024-07-02T16:18+0400
2024-07-02T16:18+0400
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/03/243740331_0:108:1922:1189_1920x0_80_0_0_87b227ce62a805c538fa0ddcb56b0d04.jpg
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. 2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმა დაეკისრებათ, განაცხადა „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა.პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მესამე მოსმენით მიიღო.ცვლილებების თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.მონიტორინგი ვიდეომეთვალყურეობის კამერების მეშვეობით და ასევე სპეციალური ჯგუფების ჩართულობით მოხდება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმები დაეკისრებათ. ჯარიმის ოდენობა დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება.კერძოდ, სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათას ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2 ათას ლარს, უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში კი პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.შიოლაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მოლაპარაკება პირველადი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახედვაზეც. კერძოდ, საუბარია ინსპქეტრიბის 30 ლარით გაძვირებაზე, რაც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების 90 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. მისი ვარაუდით, საფასური 2025 წლიდან გაიზრდება.ტექდათვალიერება საქართველოში2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან0,55%-მდე შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/03/243740331_96:0:1827:1298_1920x0_80_0_0_e11e05f43ccdd6ab011d636c996de01e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მომავალი წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების კონტროლი გამკაცრდება
სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელსაც არ გაუვლია ტექნიკური დათვალიერება, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადმინისტრაციული დარღვევაა.
თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. 2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი იგეგმება, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმა დაეკისრებათ, განაცხადა „ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შიოლაშვილმა.
პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.
მონიტორინგი ვიდეომეთვალყურეობის კამერების მეშვეობით და ასევე სპეციალური ჯგუფების ჩართულობით მოხდება. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი ცენტრებს ჯარიმები დაეკისრებათ. ჯარიმის ოდენობა დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე განისაზღვრება.
კერძოდ, სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათას ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში - 2 ათას ლარს, უმნიშვნელო ხარვეზის ან ინსპექტირების ანგარიშში დაფიქსირებული სხვა უზუსტობების შემთხვევაში კი პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
შიოლაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსთან მიდის მოლაპარაკება პირველადი ტექნიკური ინსპექტირების საფასურის გადახედვაზეც. კერძოდ, საუბარია ინსპქეტრიბის 30 ლარით გაძვირებაზე, რაც სატრანსპორტო საშუალების შემოწმების 90 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. მისი ვარაუდით, საფასური 2025 წლიდან გაიზრდება.
„პერსონალის გადინება შარშან იყო დაახლოებით 57- 59%, რაც არის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კადრების მოზიდვა იმ რესურსებიდან გამომდინარე, რაც მათ დღევანდელ დღეს გააჩნიათ. ტექინსპექტირების საფასური თუ არ იქნება გადახედილი, ძალიან გაუჭირდებათ ტექინსპექტირების ცენტრებს“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
ტექდათვალიერება საქართველოში
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი ან ასეთი ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემა, 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.
საქართველოში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილებები ტექნიკურ რეგლამენტში გეგმური ტექდათვალიერებისთვის. დაწესდა უფრო მკაცრი ნორმები მავნე გამონაბოლქვთან დაკავშირებით. კერძოდ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0,6%-დან0,55%-მდე შემცირდა.