https://sputnik-georgia.com/20240702/kalatburtis-nakrebi-olimpiadis-sakvalipikacio-etapze-latvias-xvdeba-288757029.html
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს ლატვიასთან მატჩით დაიწყებს
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს ლატვიასთან მატჩით დაიწყებს
Sputnik საქართველო
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი რიგაში 2-7 ივლისის პერიოდში ჩატარდება. 02.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-02T13:39+0400
2024-07-02T13:39+0400
2024-07-02T13:39+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281699188_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_6accb24cf718d80cd048b325d260d2f9.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად პირველ მატჩს ლატვიასთან გამართავს.ტურნირში, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს დაიწყება და რომელზეც ზაფხულის 2024 წლის თამაშების ერთი საგზური გათამაშდება, 6 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს: საქართველო, ლატვია, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი.ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საგზურისთვის პირველ მატჩს 2 ივლისს ლატვიასთან გამართავს, 4 ივლისს კი ფილიპინების ნაკრებს შეხვდება.საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგისაქართველო vs ლატვია – 2 ივლისი, 20:00საქართველო vs ფილიპინები – 4 ივლისი, 16:30.ცნობილია იმ კალათბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქართველოს ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე წარადგენენ: პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირზე ოთხი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, რომლებიც შესარჩევი ეტაპების შედეგების მიხედვით შეივსება. ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1a/281699188_198:0:2018:1365_1920x0_80_0_0_22e5aff0336bd05a0f93ee56c9df1efe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპს ლატვიასთან მატჩით დაიწყებს
ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი რიგაში 2-7 ივლისის პერიოდში ჩატარდება.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად პირველ მატჩს ლატვიასთან გამართავს.
ტურნირში, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში დღეს დაიწყება და რომელზეც ზაფხულის 2024 წლის თამაშების ერთი საგზური გათამაშდება, 6 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს: საქართველო, ლატვია, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი.
ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საგზურისთვის პირველ მატჩს 2 ივლისს ლატვიასთან გამართავს, 4 ივლისს კი ფილიპინების ნაკრებს შეხვდება.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი
საქართველო vs ლატვია – 2 ივლისი, 20:00
საქართველო vs ფილიპინები – 4 ივლისი, 16:30.
ცნობილია იმ კალათბურთელთა ვინაობა, რომლებიც საქართველოს ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე წარადგენენ:
რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაზე, თორნიკე შენგელია, ლუკა მაზიაშვილი, ჯო ტომასონი, გოგა ბითაძე, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე.
პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირზე ოთხი ვაკანტური ადგილია დარჩენილი, რომლებიც შესარჩევი ეტაპების შედეგების მიხედვით შეივსება.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024 წლის 26 ივლისი-11 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.