https://sputnik-georgia.com/20240702/irakli-chiqovanma-serjantebs-propesiuli-dge-miuloca-288760273.html
ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა
ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა. 02.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-02T15:00+0400
2024-07-02T15:00+0400
2024-07-02T15:00+0400
საქართველო
საქართველოს თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23695/26/236952635_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_d701404874511bd69b1ccf9ebded10ce.jpg
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა.საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა. მან სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.თავდაცვის მინისტრმა, სახელმწიფოსა და უწყების სახელით, მხარდაჭერა აღუთქვა სერჟანტებს მათი შესაძლებლობების გაძლიერებისა და პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით. პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც.პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით – "სამშობლოსთვის თავდადებული" და „გიორგი ანწუხელიძე“, ნაწილმა კი სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები მიიღო.თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში სერჟანტთა საკონტრაქტო პროფესიული ინსტიტუტის ჩამოყალიბება 2002 წლიდან იღებს სათავეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და „ჯარის ბანაკში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23695/26/236952635_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_0e02ab7e97a45536b1be311dff19c260.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს თავდაცვა, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტებს პროფესიული დღე დიდგორის მემორიალთან მიულოცა
თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალები სერჟანტთა კორპუსის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დიდგორის მემორიალთან გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სერჟანტთა კორპუსის წარმომადგენლებს ღონისძიებაზე სიტყვით მიმართა. მან სერჟანტების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და მათ თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„სერჟანტთა კორპუსს მნიშვნელოვანი როლი გაკისრიათ თავდაცვის ძალების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ, თქვენ უდიდესი ნდობა გაქვთ და იმედი ხართ თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
თავდაცვის მინისტრმა, სახელმწიფოსა და უწყების სახელით, მხარდაჭერა აღუთქვა სერჟანტებს მათი შესაძლებლობების გაძლიერებისა და პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით.
პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმაც.
პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, წარმატებული სერჟანტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის დაჯილდოვდნენ უწყებრივი მედლებით – "სამშობლოსთვის თავდადებული" და „გიორგი ანწუხელიძე“, ნაწილმა კი სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები მიიღო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში სერჟანტთა საკონტრაქტო პროფესიული ინსტიტუტის ჩამოყალიბება 2002 წლიდან იღებს სათავეს. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და „ჯარის ბანაკში“ მონაწილე სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.