https://sputnik-georgia.com/20240702/14-wlis-gogos-mkvlelobistvis-uvado-patimroba-sheeparda-288784968.html
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
Sputnik საქართველო
აითაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა. 02.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-02T20:05+0400
2024-07-02T20:05+0400
2024-07-02T20:05+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.გამოძიების მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა. მისი თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო.„ახლა ისე ვგრძნობ თავს თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი აწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა. ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, - განაცხადა აითაჯის მამამ ისა შახმაროვმა.აითაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
აითაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა.
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე - თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.
გამოძიების მასალების მიხედვით, 14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გასული წლის 6 ოქტომბერს მოკლა ასიმ სადიკოვმა, რომელმაც მანამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა აითაჯ შახმაროვას მამა. მისი თქმით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიღო.
„ახლა ისე ვგრძნობ თავს თითქოს ჩემი შვილი ცოცხალია. ეს იყო ძალიან სამართლიანი გადაწყვეტილება. ის იმსახურებს სამუდამო პატიმრობას. დაგეგმილად გაკეთა, გამიზნულად მოკლა ჩემი შვილი. მე მას თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ ის არ არის კაცი, რადგან ქალზე ხელი აწია და მოკლა. მე არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი გაათხოვეს, არაფერი ვიცოდი. მალე ვაპირებდი ჩამოსვლას და ეს მოხდა. ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ამ საქმეში დამნაშავეა“, - განაცხადა აითაჯის მამამ ისა შახმაროვმა.
აითაჯ შახმაროვას საქმის ირგვლივ კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის აითაჯის დედა და ბიძა.