https://sputnik-georgia.com/20240702/--------288791489.html
ზეიმი გრძელდება: ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს ოვაციებით ხვდებიან
ზეიმი გრძელდება: ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს ოვაციებით ხვდებიან
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში თავიანთი გმირების - ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის დასრულების შემდეგ გერმანიიდან... 02.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-02T22:11+0400
2024-07-02T22:11+0400
2024-07-02T22:34+0400
საქართველო
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/02/288788240_0:29:1280:749_1920x0_80_0_0_f1583db6a10c460306bde6da0773b593.jpg
თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში თავიანთი გმირების - ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის დასრულების შემდეგ გერმანიიდან დაბრუნებული ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შესახვედრად.აეროპორტში ფეხბურთელებს გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. ნაკრების ავტობუსმა აეროპორტის ტერიტორია ქომაგების შეძახილების - „მადლობა" და ტაშის ფონზე დატოვეს. სპორტსმენებმა ტერიტორია დაბურული მინებით ავტობუსით დატოვეს, რის გამოც ქომაგებს მათი ნახვის საშუალება არ მიეცათ.ამჯერად ფეხბურთელებმა გულშემატკივარი გაახარეს - ვაკის რაიონში, მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ ღია ავტობუსით დაიძრნენ, სადაც მათთვის სცენა არის მოწყობილი.მთელი გზის მანძილზე, რომელიც დაახლოებით 6 კილომეტრია, მათ გულშემატკივრები საქართველოს დროშებითა და ეროვნული ნაკრების მაისურებით დახვდნენ - ავტობუსის მთელ მარშრუტზე საავტომობილო გზა ადრე გადაიკეტა.საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/02/288788240_129:0:1266:853_1920x0_80_0_0_965734204df137674801b9a6c17bd1fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, ახალი ამბები
ზეიმი გრძელდება: ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს ოვაციებით ხვდებიან
22:11 02.07.2024 (განახლებულია: 22:34 02.07.2024) თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თბილისის ცენტრში თავიანთი გმირების - ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის დასრულების შემდეგ გერმანიიდან დაბრუნებული ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შესახვედრად.
აეროპორტში ფეხბურთელებს გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ. ნაკრების ავტობუსმა აეროპორტის ტერიტორია ქომაგების შეძახილების - „მადლობა" და ტაშის ფონზე დატოვეს. სპორტსმენებმა ტერიტორია დაბურული მინებით ავტობუსით დატოვეს, რის გამოც ქომაგებს მათი ნახვის საშუალება არ მიეცათ.
ამჯერად ფეხბურთელებმა გულშემატკივარი გაახარეს - ვაკის რაიონში, მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ ღია ავტობუსით დაიძრნენ, სადაც მათთვის სცენა არის მოწყობილი.
მთელი გზის მანძილზე, რომელიც დაახლოებით 6 კილომეტრია, მათ გულშემატკივრები საქართველოს დროშებითა და ეროვნული ნაკრების მაისურებით დახვდნენ - ავტობუსის მთელ მარშრუტზე საავტომობილო გზა ადრე გადაიკეტა.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს, ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.