სტენინის ფოტოკონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

© Courtesy of Andrei Stenin Competitionანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატის აუნგ ჩან ტარის ნამუშევარი - ლილიები
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატის აუნგ ჩან ტარის ნამუშევარი - ლილიები - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2024
გამოწერა
ონლაინ-კენჭისყრის გამარჯვებულს აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებენ
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფოტორეპორტიორების კონკურსის რუსულ და ინგლისურენოვან საიტებზე ონლაინ-ხმის მიცემა დაიწყო.
დღეიდან ნებისმიერ ინტერნეტ-მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისი აზრით საუკეთესო ნამუშევარი იმ ფოტოებიდან, რომლებიც სტენინის სახელობის 2024 წლის კონკურსის შორტ-ლისტში შევიდა.
ხმის მისაცემად კონკურსის ვებგვერდზე უნდა აირჩიოთ თქვენი საყვარელი ფოტო ან ფოტოების სერია და დააჭიროთ მათ გვერდით არსებულ ღილაკს - რომელიმე სოციალურ ქსელში პირადი პროფილის ქონა აუცილებელი არ არის. ხმის მიცემა 31 ივლისის 23:59 საათამდე (მოსკოვის დროით) გაგრძელდება.
ონლაინ-კენჭისყრის გამარჯვებულს აგვისტოს დასაწყისში გამოაცხადებენ, ხოლო ინტერნეტში ყველაზე პოპულარული ფოტოს ავტორი კონკურსის დიპლომს მიიღებს.
© Courtesy of Andrei Stenin Competitionანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატი ალექსანდრ ოშეპკოვი - „ბავშვებს ეშინიათ, არადა თავად მამა ვარ"
Лауреат Х Международного конкурса для молодых фоторепортеров памяти Андрея Стенина. Александр Ощепков / Россия / Детям страшно, а я ведь сам отец (Портрет. Герой нашего времени, одиночные) - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2024
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატი ალექსანდრ ოშეპკოვი - „ბავშვებს ეშინიათ, არადა თავად მამა ვარ"
ვინ მიიღებს სტენინის სახელობის კონკურსის მთავარ ჯილდოს – გრან-პრის, და როგორ განაწილდება საპრიზო ადგილები კონკურსის ნომინაციებში, სექტემბერში გახდება ცნობილი.
კონკურსის გეგმებშია გამარჯვებულებისთვის ტრადიციული როუდ-შოუს მოწყობა მსოფლიოს ქალაქებში წლის ბოლომდე.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იუნესკოს რუსეთის კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევებზე. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.
© Giacomo d'Orlandoანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატის ჯაკომო დ'ორლანდოს (იტალია) ნამუშევარი - სიმბიოზი/ჩემი პლანეტა
Лауреат Х Международного конкурса для молодых фоторепортеров памяти Андрея Стенина. Джакомо д'Орландо / Италия. Симбиоз/ Моя Планета, серии - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2024
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატის ჯაკომო დ'ორლანდოს (იტალია) ნამუშევარი - სიმბიოზი/ჩემი პლანეტა
კონკურსის საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები წელს იყვნენ: საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik, ტელეარხი და პორტალი RT, მედიაჰოლდინგი Independent Media, ახალი ამბების სააგენტო ANA, გაზეთების — China Daily და The Paper-ის, ასევე მედიაქსელ Al Mayadeen-ის ინტერნეტ-პორტალებიю
© Courtesy of Andrei Stenin Competition ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატის აპრათიმ პალის (ინდოეთი) ნამუშევარი - ბრძოლა სიცოცხლისთვის
Лауреат Х Международного конкурса для молодых фоторепортеров памяти Андрея Стенина. Апратим Пал / Индия / Борьба за жизнь (Главные новости, одиночные) - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2024
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი საიუბილეო ფოტოკონკურსის ლაურეატის აპრათიმ პალის (ინდოეთი) ნამუშევარი - ბრძოლა სიცოცხლისთვის
დარგობრივი პარტნიორების სტატუსში კონკურსს მხარს უჭერენ: რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი, საინფორმაციო პორტალი YOung JOurnalists, პორტალი Russian Photo, პორტალი Photo-study.ru.
ყველა ახალი ამბავი
0