https://sputnik-georgia.com/20240701/saqartvloshi-mezgvaurta-dasaqmebis-axali-wesi-amoqmedda-288750920.html
საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების ახალი წესი ამოქმედდა
საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების ახალი წესი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღეს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს სხვა 74 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების რაოდენობა 18... 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T19:49+0400
2024-07-01T19:49+0400
2024-07-01T19:49+0400
საქართველო
კანონმდებლობა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/19/288582224_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_1bf6ce6a01b7f72fd8273a356e27f75b.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. განახლებული კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომელიც არეგულირებს მეზღვაურთა დასაქმების საკითხებს, მათ შორის ხელფასებსა და სამუშაო განრიგს, საქართველოში 2024 წლის 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში.თუმცა, კანონი არ შეეხება გემებს, რომლებიც დაცურავენ შიდა წყლებში, საპორტო სისტემის მოქმედ ზონებში, ასევე თევზჭერისთვის განკუთვნილ გემებს, ხის გემებსა და სახელმწიფო გემებს, რომლებიც არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის.ძალაში შესული კანონის თანახმად, გემებს მოეთხოვებათ შრომითი ხელშეკრულების დადება, რომელშიც გაწერილი იქნება მეზღვაურთა დასვენებისა და შვებულების საკითხები, ასევე პასუხისმგებლობის საკითხი სამედიცინო მომსახურების, ხელფასის გადახდისა და დასაქმების სხვა ასპექტებზე.გარდა ამისა, ორ წელიწადში ერთხელ მეზღვაურებს მოეთხოვებათ გაიარონ გეგმური სამედიცინო შემოწმება, რომლის გარეშეც მათი გემის ბორტზე დაშვება იკრძალება.კანონი ასევე არეგულირებს გემების მზარეულების დასაქმებას, რომლის თანახმად, სასწავლო კურსის გავლის შემდე მათ სპეციალური გამოცდა უნდა ჩააბარონ და გემზე შესაბამის პოზიციაზე დანიშვნამდე არანაკლებ ექვსი თვისა უნდა იცურონ.გარდა ამისა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის საზღვაო შრომის სერტიფიკატს გასცემს.საზღვაო შრომის სერტიფიკატი გაიცემა გემზე ინსპექტირების ჩატარების შემდეგ და ადასტურებს გემზე ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებთან.გარდა ამისა, ახალი კანონი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობასაც აძლევს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/19/288582224_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_7f2095107d1d889af306eb5c4fa00bee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, კანონმდებლობა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოში მეზღვაურთა დასაქმების ახალი წესი ამოქმედდა
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღეს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს სხვა 74 ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების რაოდენობა 18 ათასს აჭარბებს და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. განახლებული კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომელიც არეგულირებს მეზღვაურთა დასაქმების საკითხებს, მათ შორის ხელფასებსა და სამუშაო განრიგს, საქართველოში 2024 წლის 1-ელი ივლისიდან შევიდა ძალაში.
თუმცა, კანონი არ შეეხება გემებს, რომლებიც დაცურავენ შიდა წყლებში, საპორტო სისტემის მოქმედ ზონებში, ასევე თევზჭერისთვის განკუთვნილ გემებს, ხის გემებსა და სახელმწიფო გემებს, რომლებიც არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის.
ძალაში შესული კანონის თანახმად, გემებს მოეთხოვებათ შრომითი ხელშეკრულების დადება, რომელშიც გაწერილი იქნება მეზღვაურთა დასვენებისა და შვებულების საკითხები, ასევე პასუხისმგებლობის საკითხი სამედიცინო მომსახურების, ხელფასის გადახდისა და დასაქმების სხვა ასპექტებზე.
კანონის თანახმად, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მეზღვაურთა დასაქმება შესაძლებელია 16 წელს ზემოთ პირებისთვის, თუმცა 18 წლამდე მეზღვაურები ვერ შეძლებენ ღამის ცვლაში ან ზეგანაკვეთული სამუშაოს შესრულებას.
გარდა ამისა, ორ წელიწადში ერთხელ მეზღვაურებს მოეთხოვებათ გაიარონ გეგმური სამედიცინო შემოწმება, რომლის გარეშეც მათი გემის ბორტზე დაშვება იკრძალება.
კანონი ასევე არეგულირებს გემების მზარეულების დასაქმებას, რომლის თანახმად, სასწავლო კურსის გავლის შემდე მათ სპეციალური გამოცდა უნდა ჩააბარონ და გემზე შესაბამის პოზიციაზე დანიშვნამდე არანაკლებ ექვსი თვისა უნდა იცურონ.
გემის მფლობელმა კი, რომელიც პასუხისმგებელია ქართულ გემზე, უნდა უზრუნველყოს გემს ჰქონდეს ისეთი ფინანსური გარანტია, რომელიც საკმარისი იქნება საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის, სიკვდილის ან ხანგრძლივი დროით შრომისუნარიანობის დაკარგვის შემთხვევაში მეზღვაურისთვის კომპენსაციის გადასახდელად.
გარდა ამისა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის საზღვაო შრომის სერტიფიკატს გასცემს.
საზღვაო შრომის სერტიფიკატი გაიცემა გემზე ინსპექტირების ჩატარების შემდეგ და ადასტურებს გემზე ცხოვრებისა და მუშაობის პირობების შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებთან.
გარდა ამისა, ახალი კანონი საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობასაც აძლევს.