https://sputnik-georgia.com/20240701/sanioli-nakrebma-saocari-evolicia-ganicada-288739173.html
სანიოლი: საქართველოს ნაკრებმა საოცარი ევოლუცია განიცადა
სანიოლი: საქართველოს ნაკრებმა საოცარი ევოლუცია განიცადა
Sputnik საქართველო
ესპანეთთან მარცხის შედეგად საქართველოს ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T10:21+0400
2024-07-01T10:21+0400
2024-07-01T10:21+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288497273_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_aade15e34b2f88e72449330549b7418c.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი ევოლუცია განიცადა და ფანტასტიკური გუნდური თამაში აჩვენა, განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ტურნირში მონაწილეობის დასრულების შემდეგ.საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.მისი თქმით, ესპანეთის ნაკრებთან მატჩი მშვიდად გაანალიზებას და დასკვნების გამოტანას საჭიროებს.„გვქონდა ცუდი და კარგი პერიოდები... არ ვამბობ, რომ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წაგებით მაინც დამწუხრებულები გახლავართ. თუმცა, ასეთია ფეხბურთი. უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ, რა გავაკეთეთ. ამ მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ. გაკვეთილის მიღება წაგებისგანაც შეიძლება და მოგებისგანაც", - განაცხადა სანიოლმა.საქართველო-ესპანეთში მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მე-18 წუთზე რობენ ლე ნორმანმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის 39-ე წუთზე გავიდა. მეორე ტაიმში ესპანელებმა თამაში საკუთარ ხელში აიღეს. 51-ე წუთზე ფაბიან რუისმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. საქართველოს წინააღმდეგ მესამე გოლი ნიკო უილიამსმა 71-ე წუთზე გაიტანა. მეოთხე გოლის ავტორი კი 83-ე წუთზე დანი ოლმო იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/13/288497273_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_0a614877d012551a86c9ade2a12b9a1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
სანიოლი: საქართველოს ნაკრებმა საოცარი ევოლუცია განიცადა
ესპანეთთან მარცხის შედეგად საქართველოს ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი ევოლუცია განიცადა და ფანტასტიკური გუნდური თამაში აჩვენა, განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ტურნირში მონაწილეობის დასრულების შემდეგ.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ ევროპის ჩემპიონატზე... ეროვნულმა გუნდმა წარმოუდგენელი ევოლუცია განიცადა. მე ვამაყობ ფეხბურთელებით. ახლა ამ გზის დასასრულამდე მივედით, მაგრამ, იმედია, შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი გზა იქნება. ევრო 2024-ზე გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ", - განაცხადა სანიოლმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ესპანეთის ნაკრებთან მატჩი მშვიდად გაანალიზებას და დასკვნების გამოტანას საჭიროებს.
„გვქონდა ცუდი და კარგი პერიოდები... არ ვამბობ, რომ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წაგებით მაინც დამწუხრებულები გახლავართ. თუმცა, ასეთია ფეხბურთი. უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ, რა გავაკეთეთ. ამ მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ. გაკვეთილის მიღება წაგებისგანაც შეიძლება და მოგებისგანაც", - განაცხადა სანიოლმა.
საქართველო-ესპანეთში მატჩის პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა, გოლი საკუთარ კარში მე-18 წუთზე რობენ ლე ნორმანმა შეაგდო. ესპანეთის მხრიდან კი გოლი საქართველოს კარში შეხვედრის 39-ე წუთზე გავიდა.
მეორე ტაიმში ესპანელებმა თამაში საკუთარ ხელში აიღეს. 51-ე წუთზე ფაბიან რუისმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. საქართველოს წინააღმდეგ მესამე გოლი ნიკო უილიამსმა 71-ე წუთზე გაიტანა. მეოთხე გოლის ავტორი კი 83-ე წუთზე დანი ოლმო იყო.