https://sputnik-georgia.com/20240701/safrangetis-archevnebshi-erovnuli-gaertianeba-liderobs-288741774.html
საფრანგეთში არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანება" ლიდერობს
საფრანგეთში არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანება" ლიდერობს
Sputnik საქართველო
საფრანგეთის მოსახლეობას არჩევნების ორ ტურში - 30 ივნისსა და 7 ივლისს - 577 დეპუტატის არჩევა მოუწევთ, რომლებიც პარლამენტში მათ ინტერესებს წარმოადგენენ. 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T15:39+0400
2024-07-01T15:39+0400
2024-07-01T15:39+0400
მსოფლიო დღეს
საფრანგეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279129892_0:322:3068:2048_1920x0_80_0_0_b0a351da2c9e85465f3be0ed1b022455.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ფრანგული მედია იუწყება, რომ საფრანგეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ" გაიმარჯვა და ხმების 33,4% მიიღეს.საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის - პარლამენტის ქვედა პალატის რიგგარეშე არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდა. მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.რაც შეეხება მეორე ადგილს, იგი მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ ხმების 27,98%-ით დაიკავა, მესამეზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა - 20,76%. მეოთხე ადგილზეა „რესპუბლიკელები“ ხმების 6,56%-ით, დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა ხმების 3,67% მიიღეს.დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით: საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, „ეროვნულ ერთიანობას" 39 ადგილი ერგო , „ახალ სახალხო ფრონტს" 32, მაკრონის კოალიციას ორი ადგილი, „რესპუბლიკელებს" ერთი ადგილი, სხვა პარტიებს კი ორი ადგილი. პირველ ტურში ამომარჩეველთა აქტივობამ 66,71% შეადგინა.საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საპარლამენტო მანდატების საერთო რაოდენობაა 577. პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის პარტიას სჭირდება 289 მანდატი.9 ივნისს საფრანგეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ" უკან მოიტოვა პრეზიდენტ მაკრონის მხარდამჭერთა კოალიცია და ხმების 31,36% მიიღო. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ეროვნული ასამბლეის, პარლამენტის ქვედა პალატის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორ ტურად ჩატარების შესახებ.
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279129892_95:0:2826:2048_1920x0_80_0_0_d7c9653f4a9d31891e129d9277ce3b7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საფრანგეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
საფრანგეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
საფრანგეთში არჩევნების პირველ ტურში „ეროვნული გაერთიანება" ლიდერობს
საფრანგეთის მოსახლეობას არჩევნების ორ ტურში - 30 ივნისსა და 7 ივლისს - 577 დეპუტატის არჩევა მოუწევთ, რომლებიც პარლამენტში მათ ინტერესებს წარმოადგენენ.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ფრანგული მედია იუწყება, რომ საფრანგეთის პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ" გაიმარჯვა და ხმების 33,4% მიიღეს.
საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის - პარლამენტის ქვედა პალატის რიგგარეშე არჩევნების პირველი ტური 30 ივნისს ჩატარდა. მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
„ეროვნულმა გაერთიანებამ" და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4% მიიღეს", - წერს გაზეთი
Parisien ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.
რაც შეეხება მეორე ადგილს, იგი მემარცხენე კოალიციამ „ახალი სახალხო ფრონტი“ ხმების 27,98%-ით დაიკავა, მესამეზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა - 20,76%. მეოთხე ადგილზეა „რესპუბლიკელები“ ხმების 6,56%-ით, დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა ხმების 3,67% მიიღეს.
დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით: საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, „ეროვნულ ერთიანობას" 39 ადგილი ერგო , „ახალ სახალხო ფრონტს" 32, მაკრონის კოალიციას ორი ადგილი, „რესპუბლიკელებს" ერთი ადგილი, სხვა პარტიებს კი ორი ადგილი.
პირველ ტურში ამომარჩეველთა აქტივობამ 66,71% შეადგინა.
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საპარლამენტო მანდატების საერთო რაოდენობაა 577. პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის პარტიას სჭირდება 289 მანდატი.
9 ივნისს საფრანგეთში გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ" უკან მოიტოვა პრეზიდენტ მაკრონის მხარდამჭერთა კოალიცია და ხმების 31,36% მიიღო. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ეროვნული ასამბლეის, პარლამენტის ქვედა პალატის დაშლისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ორ ტურად ჩატარების შესახებ.