https://sputnik-georgia.com/20240701/pexburtelebs-sakutari-klubebi-amxneveben-288747475.html
„თქვენ შექმენით ისტორია“: ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი კლუბები ამხნევებენ
„თქვენ შექმენით ისტორია“: ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი კლუბები ამხნევებენ
Sputnik საქართველო
ესპანეთთან მარცხის შედეგად საქართველოს ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T16:11+0400
2024-07-01T16:11+0400
2024-07-01T16:11+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1e/288723370_0:156:2989:1837_1920x0_80_0_0_dced34e3853d51cf76f0053e5ba7e031.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრების ლეგიონერების კლუბებმა, რომლებიც ასპარეზობენ ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ირანის, კვიპროსის, სლოვაკეთისა და ავსტრიის ჩემპიონატებში, ევროპის ჩემპიონატის პლეიო-ოფში ესპანეთთან წაგების შემდეგ, სოციალურ ქსელებში თავიანთი ფეხბურთელები გაამხნევეს.საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.ესპანურმა კლუბმა „ვალენსიამ", სადაც უკვე მესამე სეზონია თამაშობს გიორგი მამარდაშვილი, ქართველი გოლკიპერის შესანიშნავი თამაში გამოყო.გასული სეზონის ბოლოს „ვალენსიამ", დიდწილად მამარდაშვილის სეივების წყალობით, ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა.ინგლისური საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი" ევრო-2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებულ თამაშებს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა.„უოტფორდი" ინგლისის საფეხბურთო დივიზიონში მეორე ადგილზეა.ევრო-2024-ზე საქართველოს მიერ ნაჩვენებ ისტორიულ შედეგზე წერს გიორგი ქოჩორაშვილის კლუბი „ლევანტე".„ლევანტე" ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში - ლა ლიგა 2-ში თამაშობს.გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება ევრო 2024-ის პერიოდისთვის 35 მილიონი ევროა, გიორგი ჩაკვეტაძის – 2,5 მილიონი ევრო, გიორგი ქოჩორაშვილის – 1 მილიონი ევრო.ექსპერტების აზრით, ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება და მათი უმეტესობა უფრო ცნობილ კლუბებში გადავა.ევრო 2024-ის 1/8-ის გზაზე დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა: პორტუგალია დაამარცხა (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1), თურქეთთან კი დამარცხდა (1:3).საქართველოს მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი ევოლუცია განიცადა და ფანტასტიკური გუნდური თამაში აჩვენა.რაც შეეხება ესპანეთს, იგი მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება - მატჩი შტუტგარდში 5 ივლისს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1e/288723370_166:0:2823:1993_1920x0_80_0_0_f8f36987b5064d52ce06fdf6c7ea79f9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
„თქვენ შექმენით ისტორია“: ქართველ ფეხბურთელებს საკუთარი კლუბები ამხნევებენ
ესპანეთთან მარცხის შედეგად საქართველოს ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრების ლეგიონერების კლუბებმა, რომლებიც ასპარეზობენ ესპანეთის, ინგლისის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ირანის, კვიპროსის, სლოვაკეთისა და ავსტრიის ჩემპიონატებში, ევროპის ჩემპიონატის პლეიო-ოფში ესპანეთთან წაგების შემდეგ, სოციალურ ქსელებში თავიანთი ფეხბურთელები გაამხნევეს.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
ესპანურმა კლუბმა „ვალენსიამ", სადაც უკვე მესამე სეზონია თამაშობს გიორგი მამარდაშვილი, ქართველი გოლკიპერის შესანიშნავი თამაში გამოყო.
„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო-2024-ზე სრულდება. გვინდა, მივულოცოთ ჩვენს მეკარეს ბრწყინვალე ტურნირის ჩატარება, რითაც თავისი ქვეყნის ისტორია დაწერა“,- ნათქვამია სოციალურ ქსელში ესპანური კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული სეზონის ბოლოს „ვალენსიამ", დიდწილად მამარდაშვილის სეივების წყალობით, ესპანეთის ჩემპიონატში მეცხრე ადგილი დაიკავა.
ინგლისური საფეხბურთო კლუბი „უოტფორდი" ევრო-2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ჩატარებულ თამაშებს ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა.
„ტურნირი, რომლითაც შეგიძლია, იამაყო. ყოჩაღ, გიორგი!“ – წერს საფეხბურთო კლუბი სოციალურ ქსელში.
„უოტფორდი" ინგლისის საფეხბურთო დივიზიონში მეორე ადგილზეა.
ევრო-2024-ზე საქართველოს მიერ ნაჩვენებ ისტორიულ შედეგზე წერს გიორგი ქოჩორაშვილის კლუბი „ლევანტე".
„საქართველოს ისტორიული შედეგი გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად. თქვენ შექმენით ისტორია“, - წერს საფეხბურთო კლუბი სოციალურ ქსელში.
„ლევანტე" ესპანეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში - ლა ლიგა 2-ში თამაშობს.
გიორგი მამარდაშვილის საბაზრო ღირებულება ევრო 2024-ის პერიოდისთვის 35 მილიონი ევროა, გიორგი ჩაკვეტაძის – 2,5 მილიონი ევრო, გიორგი ქოჩორაშვილის – 1 მილიონი ევრო.
ექსპერტების აზრით, ტურნირის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ღირებულება საგრძნობლად გაიზრდება და მათი უმეტესობა უფრო ცნობილ კლუბებში გადავა.
ევრო 2024-ის 1/8-ის გზაზე დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა: პორტუგალია დაამარცხა (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1), თურქეთთან კი დამარცხდა (1:3).
საქართველოს მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი ევოლუცია განიცადა და ფანტასტიკური გუნდური თამაში აჩვენა.
რაც შეეხება ესპანეთს, იგი მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება - მატჩი შტუტგარდში 5 ივლისს გაიმართება.