სფფ-ის პრეზიდენტმა ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ზე დაუვიწყარი დღეებისთვის მადლობა გადაუხადა

© courtesy of Levan Kobiashviliლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2024
გამოწერა
ესპანეთთან მარცხის შედეგად საქართველოს ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლევან კობიაშვილმა ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა იმ დაუვიწყარი დღეებისთვის, რომლებიც მათ გულშემატკივრებს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე თამაშით აჩუქეს.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
„მადლობა, ბიჭებო, ამ დაუვიწყარი დღეებისთვის! მადლობა მთავარ მწვრთნელს და მთელ გუნდს! მადლობა საუკეთესო გულშემატკივარს! მადლობა, რომ დატოვეთ თქვენი კვალი მსოფლიო ფეხბურთში. მჯერა, რომ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები გველოდება! – დაწერა კობიაშვილმა სოცციალურ ქსელში.
მერვედფინალურ მატჩამდე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ. საქართველოს ბედმა მხოლოდ ერთხელ - 2016 წელს გაუღიმა. მაშინ ამხანაგურ მატჩში ქართველები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ - 1:0. დარჩენილი შეხვედრები ესპანეთს დარჩა. ვილი სანიოლის გუნდმა ყველაზე დიდი მარცხი 2023 წლის სექტემბერში განიცადა - 1:7.
წაგებული მატჩიდან მალევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეროვნულ გუნდს ესპანეთის ნაკრებთან ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის თქმით, ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასაოცარი ევოლუცია განიცადა და ფანტასტიკური გუნდური თამაში აჩვენა.
რაც შეეხება ესპანეთს, იგი მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება.
ყველა ახალი ამბავი
0