https://sputnik-georgia.com/20240701/espanetis-nakrebis-mwvrtneli-saqartvelos-nakrebze-288746552.html
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები აღნიშნა
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები აღნიშნა
Sputnik საქართველო
დე ლა ფუენტეს თქმით, საქართველოს ნაკრებთან თამაშმა ესპანეთის გუნდს ბევრი რამ ასწავლა. 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T17:37+0400
2024-07-01T17:37+0400
2024-07-01T17:37+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288661260_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_2e4f9294ef5d8e44420b430b376cb4e8.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები კონტრშეტევების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა, განაცხადა საქართველოსთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.ესპანეთის მთავარი მწვრთნელის თქმით, ავტოგოლის შემდეგ ისინი სიტუაციას ცივი გონებით მიუდგნენ და თამაშის გაკონტროლებაც შეძლეს.მისი თქმით, საქართველოს ნაკრებთან თამაშმა ესპანეთის გუნდს ბევრი რამ ასწავლა.ესპანეთში მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება - მატჩი შტუტგარდში 5 ივლისს გაიმართება.ევრო 2024-ის 1/8-ის გზაზე დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა: პორტუგალია დაამარცხა (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1), თურქეთთან კი დამარცხდა (1:3).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288661260_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_7ce929f7a3bfddd4bda2bff905554d42.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები აღნიშნა
დე ლა ფუენტეს თქმით, საქართველოს ნაკრებთან თამაშმა ესპანეთის გუნდს ბევრი რამ ასწავლა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნაკრები კონტრშეტევების მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა, განაცხადა საქართველოსთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატში და მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ტურნირის ერთ-ერთ ლიდერს - ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საქართველოს ნაკრებმა მატჩი ანგარიშით 1:4 დაასრულა და ჩემპიონატს გამოეთიშა.
„გოლის შემდეგ ჩემ გუნდს ვუთხარი, რომ დამშვიდებულიყო. ველოდით საქართველოს ნაკრებისგან კონტრშეტევებს, ამ მხრივ ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ვიცოდით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ აუცილებლად გავიტანდით, ჩვენს მომენტს დაველოდეთ და ასეც მოხდა", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
ესპანეთის მთავარი მწვრთნელის თქმით, ავტოგოლის შემდეგ ისინი სიტუაციას ცივი გონებით მიუდგნენ და თამაშის გაკონტროლებაც შეძლეს.
„შედეგით კმაყოფილი ვარ. ვიცოდით, რომ საქართველო კონტრშეტევებიდან სახიფათო იქნებოდა და ავტოგოლიც ასე გავუშვით, თუმცა, შემდეგ მრავალი შანსი შევქმენით. ფეხბურთი ასეთია, ზოგჯერ ჩამორჩები ანგარიშში, ზოგჯერ წინ წახვალ, ყველაფერს ვერ გააკონტროლებ", - განაცხადა მწვრთნელმა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრებთან თამაშმა ესპანეთის გუნდს ბევრი რამ ასწავლა.
ესპანეთში მეოთხედფინალში გერმანიას დაუპირისპირდება - მატჩი შტუტგარდში 5 ივლისს გაიმართება.
ევრო 2024-ის 1/8-ის გზაზე დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულა დააგროვა: პორტუგალია დაამარცხა (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1), თურქეთთან კი დამარცხდა (1:3).