https://sputnik-georgia.com/20240701/1-ivlisidan-zveli-piradobis-mowmobebi-uqmdeba-288741266.html
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები 1-ელი ივლისიდან უქმდება
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები 1-ელი ივლისიდან უქმდება
Sputnik საქართველო
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T15:00+0400
2024-07-01T15:00+0400
2024-07-01T15:00+0400
საქართველო
საქართველოს პასპორტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525177_0:69:3077:1800_1920x0_80_0_0_476291f75ea7933744548c1da7a57581.jpg
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოში 1-ელი ივლისიდან ძველი ტიპის პირადობის მოწმობები უქმდება.საუბარია 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ არაელექტრონულ (ლამინირებულ) პირადობის მოწმობებზე. ძველი ტიპის პირადობის მოწმობები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად უქმდება.საქართველოს მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს დოკუმენტების პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლება 15 მარტიდან შეუძლიათ.ბოლო მონაცემებით, ძველი ტიპის პირადობის მოწმობა ჰქონდა 217.766 მოქალაქეს, ამავე დროს 30.573-ს ძველი პირადობის გარდა, მოქმედი საერთაშორისო პასპორტიც - 2024 წლის 15 მარტიდან 20 ივნისის პერიოდში ძველი ტიპის პირადობის მოწმობის 105,1 ათასმა მფლობელმა უსასყიდლოდ შეძლო თავისი პირადობის მოწმობის ID-ბარათით შეცვლა.ძველი ტიპის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან გაიცემოდა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID-ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობდნენ. 2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე გაიცემოდა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე, რომელიც თავისი მრწამსის გამო უარს იტყოდაID-ბარათზე, წარადგენდა ქრისტიანული რელიგიისადმი კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტს.ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ID ბარათის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. ასევე, დამატებითი დოკუმენტების გარეშე შესაძლებელია თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში გამგზავრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525177_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_43419aa070bb4f717a1bb71d4deac645.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პასპორტი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პასპორტი , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები 1-ელი ივლისიდან უქმდება
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა.
თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოში 1-ელი ივლისიდან ძველი ტიპის პირადობის მოწმობები უქმდება.
საუბარია 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემულ არაელექტრონულ (ლამინირებულ) პირადობის მოწმობებზე. ძველი ტიპის პირადობის მოწმობები „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად უქმდება.
საქართველოს მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე უცხოელებს დოკუმენტების პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლება 15 მარტიდან შეუძლიათ.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის ID ბარათით უსასყიდლოდ ჩასანაცვლებლად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს.
ბოლო მონაცემებით, ძველი ტიპის პირადობის მოწმობა ჰქონდა 217.766 მოქალაქეს, ამავე დროს 30.573-ს ძველი პირადობის გარდა, მოქმედი საერთაშორისო პასპორტიც - 2024 წლის 15 მარტიდან 20 ივნისის პერიოდში ძველი ტიპის პირადობის მოწმობის 105,1 ათასმა მფლობელმა უსასყიდლოდ შეძლო თავისი პირადობის მოწმობის ID-ბარათით შეცვლა.
ძველი ტიპის პირადობის მოწმობები ჩიპის გარეშე საქართველოში 2019 წლიდან გაიცემოდა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ID-ბარათზე უარს რელიგიური მრწამსის გამო ამბობდნენ. 2019 წელს ელექტრონული პირადობის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი მოიგეს და მათზე გაიცემოდა ჩვეულებრივი პირადობის მოწმობები იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე, რომელიც თავისი მრწამსის გამო უარს იტყოდაID-ბარათზე, წარადგენდა ქრისტიანული რელიგიისადმი კუთვნილების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ელექტრონული ჩიპების მქონე პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. ID ბარათის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება. ასევე, დამატებითი დოკუმენტების გარეშე შესაძლებელია თურქეთში, სომხეთსა და უკრაინაში გამგზავრება.