https://sputnik-georgia.com/20240701/1-ivlisidan-energobirja-gaixsneba-288714222.html
1-ელი ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება
1-ელი ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება
Sputnik საქართველო
ერთი წლის განმავლობაში მთავრობა დააკვირდება ოპერაციებს, თუ როგორ წარიმართება ბირჟაზე ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები, რათა კიდევ უფრო უმტკივნეულოდ... 01.07.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-07-01T11:00+0400
2024-07-01T11:00+0400
2024-07-01T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272705559_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_3d76053fb2eaa6f973e9a3bc6eb0bedf.jpg
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ნაწილობრივ გაიხსნება, სრული გახსნა ერთი წლით, 2025 წლის ივლისამდე გადაიდო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.დავითაშვილმა ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟის ეტაპობრივი გახსნის საკითხთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.როგორც მინისტრმა განაცხადა, ბირჟის ეტაპობრივი გახსნის მოდელის შერჩევა ნაკარნახევი იყო იმ გარემოებებით, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება და ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახება.მისი თქმით, ხელისუფლება ფრთხილი იქნება ყოველი მორიგი ნაბიჯის გადადგმისას, რათა საბოლოო შედეგმა ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას, გაზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა და უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება.შეხვედრაზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირაკლი გალდავამ წარადგინა პრეზენტაცია ბაზრის გარდამავალ მოდელთან დაკავშირებით, სადაც ყურადღება გაამახვილა ახალ შესაძლებლობებზე და განმარტა გარდამავალ მოდელში ვაჭრობის ძირითადი პრინციპები.აღინიშნა, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე. როგორც გალდავამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, გარდამავალი მოდელის ფარგლებში საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის გაანგარიშება ყოველთვიურად მოხდება.2024 წლის 1-ელი ივლისიდან ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს „სამიზნე მოდელზე“ გადასვლას.ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, მათ შორის იმის გამოც, რომ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1-ელი ივლისიდან, ბოლოს კი ბირჟის საბოლოოდ ამოქმედების ვადად 2024 წლის 1-ელი ივლისი დასახელდა.ახალი ბირჟა – ახალი შესაძლებლობებითავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272705559_510:0:3241:2048_1920x0_80_0_0_1c6d69c12c0831652eaf64532a4ffda7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
1-ელი ივლისიდან ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად გაიხსნება
ერთი წლის განმავლობაში მთავრობა დააკვირდება ოპერაციებს, თუ როგორ წარიმართება ბირჟაზე ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები, რათა კიდევ უფრო უმტკივნეულოდ მოხდეს ელექტროენერგიის ბირჟის მოდელზე გადასვლა.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ნაწილობრივ გაიხსნება, სრული გახსნა ერთი წლით, 2025 წლის ივლისამდე გადაიდო, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ელექტროენერგიის საბითუმო ბირჟის ეტაპობრივი გახსნის საკითხთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ბირჟის ეტაპობრივი გახსნის მოდელის შერჩევა ნაკარნახევი იყო იმ გარემოებებით, რომ არ მომხდარიყო ეკონომიკის დაზიანება და ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახება.
„ბირჟის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, როგორ წარიმართება ბირჟაზე ვაჭრობა, როგორ დაგროვდება კომპეტენციები და უფრო მეტად ვიქნებით მზად მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად. აღნიშნული რეფორმა კომპლექსურია და უშუალოდ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოების, მათ შორის, ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ფრთხილი იქნება ყოველი მორიგი ნაბიჯის გადადგმისას, რათა საბოლოო შედეგმა ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას, გაზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა და უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკის მდგრადი განვითარება.
შეხვედრაზე საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირაკლი გალდავამ წარადგინა პრეზენტაცია ბაზრის გარდამავალ მოდელთან დაკავშირებით, სადაც ყურადღება გაამახვილა ახალ შესაძლებლობებზე და განმარტა გარდამავალ მოდელში ვაჭრობის ძირითადი პრინციპები.
აღინიშნა, რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდება, რაც ითვალისწინებს ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის 1-ელ ივლისამდე.
როგორც გალდავამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე, გარდამავალი მოდელის ფარგლებში საბალანსო ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის გაანგარიშება ყოველთვიურად მოხდება.
2024 წლის 1-ელი ივლისიდან ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს „სამიზნე მოდელზე“ გადასვლას.
ელექტროენერგიის ბაზრის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, მათ შორის იმის გამოც, რომ ბაზრის მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად საათობრივი ვაჭრობისთვის. თავდაპირველად დაგეგმილი იყო ბირჟის ამოქმედება 2021 წლის 1-ელი ივლისიდან, ბოლოს კი ბირჟის საბოლოოდ ამოქმედების ვადად 2024 წლის 1-ელი ივლისი დასახელდა.
ახალი ბირჟა – ახალი შესაძლებლობები
თავისუფალი, კონკურენტუნარიანი და საათობრივი ელექტროენერგეტიკული ბაზრების დანერგვა არის იმ რეფორმის ნაწილი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების პირობების ფარგლებში.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომაც ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ბირჟის გახსნა საქართველოს საშუალებას მისცემს, მეტი ინვესტიცია მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში. მეტიც, ელექტროენერგიის ფასების ფორმირების პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება.
სიახლის თანახმად, მომხმარებლებს შეუძლიათ წინა დღეს გააკეთონ განაცხადი მომდევნო დღის ენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზარზე იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები – ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, იმპორტიორები, რომელთაც ექნებათ ენერგია გასაყიდი, და საბაზრო ფასი მოთხოვნა–მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში პირველი ენერგეტიკული ბირჟა 2019 წელს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის" მონაწილეობით დაფუძნდა. თითოეულის წილი 50%-ია.
ახალი ენერგეტიკული ბირჟა ყოველდღიური ვაჭრობის დანერგვასა და ოპერირებას საკონსულტაციო კომპანია Nord Pool Consulting-ის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით განახორციელებს.