ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული: სანიოლი ესპანეთთან მატჩზე

© photo: Sputnik / Stringerვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2024
გამოწერა
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.
თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. თავდაჯერება არ გვაკლია, ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და წარმატებული მატჩი ჩავატაროთ, განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთის გუნდია. შეხვედრა კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, მატჩს ფრანგი არბიტრი ფრანსუა ლეტექსიე განსჯის.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ, საიდანაც ექვსი მატჩი ესპანელების, ერთი კი ქართველების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ყველაზე დიდი მარცხი ესპანეთთან დაფიქსირდა 2023 წელს, როცა ეროვნულმა გუნდმა წააგო ანგარიშით 1:7 (ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, 2023 წლის სექტემბერი).
სანიოლმა გაიხსენა ესპანეთთან წარსულში მარცხი და დასძინა, რომ ზოგჯერ ასეთი მომენტები საჭიროა.
„ძალიან ემოციური მომენტი გვქონდა, რადგანაც ეს შედეგი მაინცდამაინც მოსალოდნელი არ იყო. ძალების აღსადგენად სჯობდა მეტი დრო გვქონოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს და მოედანზე გასვლას მოუთმელნლად ელიან. ესპანეთთან 1:7 წაგება რთული იყო, თუმცა, ის მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი გამოდგა", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობითა და სიურპრიზებით. ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები აღფრთოვანებით ითამაშებენ მერვედფინალში გამოცდილ ესპანეთთანაც, დასძინა მწვრთნელმა.

„თავდაჯერება არ გვაკლია ესპანეთი ტურნირზე ჯერ ყველაზე ძლიერი გუნდია, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს - ახალი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. დღევანდელ მატჩში ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ მხოლოდ დაცვაში არ ვართ კარგები. კარგია, რომ ფეხბურთი მხოლოდ მესისა და რონალდოს პიმპონგი არაა. როდრი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. არაფერი გვაქვს დასაკარგი, იმედი მაქვს ჩვენი ფეხბურთელები ესპანეთთანაც მაღალ დონეზე ითამაშებენ", - განაცხადა სანიოლმა.

ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
F ჯგუფში პორტუგალიამ ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი მეორე ადგილზეა, ასევე ექვსი ქულით. საქართველომ ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩეხეთი კი ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება ესპანეთს, მან სამ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა და B ჯგუფი პირველი ადგილით – ცხრა ქულით დატოვა. იტალიის ნაკრები ოთხი ქულით მეორე ადგილზეა.
დღეს ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ფიფას რეიტინგში ესპანეთი მე-8 ადგილზეა, საქართველო კი 74-ე ადგილზე.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0