https://sputnik-georgia.com/20240630/saqartvelos-nakrebi-evropis-chempionatis-agmochenaa-288716758.html
საქართველოს ნაკრები - ევრო 2024-ის მთავარი აღმოჩენა: ევროპული ფეხბურთის ვეტერანები
საქართველოს ნაკრები - ევრო 2024-ის მთავარი აღმოჩენა: ევროპული ფეხბურთის ვეტერანები
Sputnik საქართველო
ყოველთვის სასიამოვნოა გუნდების პოვნა, რომლებიც პირველად მონაწილეობენ დიდ ტურნირში, მაგრამ თამაშობენ გამბედავ ფეხბურთს და დამსახურებულად გადიან ჯგუფიდან... 30.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-30T19:00+0400
2024-06-30T19:00+0400
2024-06-30T19:00+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24110/16/241101620_0:0:2365:1330_1920x0_80_0_0_59ef17094d0fd8a4462bd7a8cd3aed37.jpg
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ევროპული ფეხბურთის ვეტერანები გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გუნდების თამაშების შეფასებისას თანხმდებიან, რომ ტურნირის მთავარი სენსაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში გახდა.საქართველოს ნაკრები ბევრისთვის მოულოდნელად გავიდა F ჯგუფიდან და 30 ივნისს მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს გამართავს.. ისტორიული წარმატების გზაზე ვილი სანიოლის გუნდმა პორტუგალია დაამარცხა (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1), ხოლო თურქეთთან დამარცხდა (1:3). საქართველოს ნაკრებისთვის ოთხი ქულა საკმარისი აღმოჩნდა ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ვეტერანის, სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელ მარტინ იაკუბკოს თქმით, საქართველოს, ისევე როგორც სლოვაკეთს, ტურნირის მთავარი აღმოჩენა შეიძლება ეწოდოს.„თუ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპას შევხედავთ, ვნახავთ რომ ყველა ჩვენმა მეზობელმა მარცხი განიცადა. ვფიქრობ. რომ სლოვაკეთი შესანიშნავი იყო. საქართველომ ასევე ძალიან კარგად ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე. ამიტომ ტურნირის მტავარ აღმოჩენად მე სლოვაკეთს და საქართველოს დავასახელებ”, - განაცხადა იაკუბკომ.საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ. საქართველოს ბედმა მხოლოდ ერთხელ - 2016 წელს გაუღიმა. მაშინ ამხანაგურ მატჩში ქართველები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ - 1:0. დარჩენილი შეხვედრები ესპანეთს დარჩა. ვილი სანიოლის გუნდმა ყველაზე დიდი მარცხი 2023 წლის სექტემბერში განიცადა - 1:7.ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24110/16/241101620_0:0:2365:1774_1920x0_80_0_0_060d5f672159dcffbe60f28b1f22a8a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველოს ნაკრები - ევრო 2024-ის მთავარი აღმოჩენა: ევროპული ფეხბურთის ვეტერანები
ყოველთვის სასიამოვნოა გუნდების პოვნა, რომლებიც პირველად მონაწილეობენ დიდ ტურნირში, მაგრამ თამაშობენ გამბედავ ფეხბურთს და დამსახურებულად გადიან ჯგუფიდან, განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ევროპული ფეხბურთის ვეტერანები გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გუნდების თამაშების შეფასებისას თანხმდებიან, რომ ტურნირის მთავარი სენსაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაში გახდა.
საქართველოს ნაკრები ბევრისთვის მოულოდნელად გავიდა F ჯგუფიდან და 30 ივნისს მერვედფინალში ესპანეთთან მატჩს გამართავს.. ისტორიული წარმატების გზაზე ვილი სანიოლის გუნდმა პორტუგალია დაამარცხა (2:0), ჩეხეთს დაუზავდა (1:1), ხოლო თურქეთთან დამარცხდა (1:3). საქართველოს ნაკრებისთვის ოთხი ქულა საკმარისი აღმოჩნდა ტურნირის შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
„მთავარი სენსაცია, რა თქმა უნდა, საქართველოს თამაში იყო. ყოველთვის სასიამოვნოა გუნდების პოვნა, რომლებიც პირველად მონაწილეობენ დიდ ტურნირში, მამაც ფეხბურთს თამაშობენ და დამსახურებულად გადიან ჯგუფიდან. სამწუხაროა, რომ ვილი სანიოლის გუნდს ყველაზე რთულ მეტოქესთან-ესპანეთთან მოუწევს შეხვედრა. ასევე ბედნიერი ვარ ავსტრიის გამოც, რომელმაც ჯგუფში შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა", - განაცხადა გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კევინ კურანიმ.
ევროპული ფეხბურთის კიდევ ერთი ვეტერანის, სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელ მარტინ იაკუბკოს თქმით, საქართველოს, ისევე როგორც სლოვაკეთს, ტურნირის მთავარი აღმოჩენა შეიძლება ეწოდოს.
„თუ ჩვენ აღმოსავლეთ ევროპას შევხედავთ, ვნახავთ რომ ყველა ჩვენმა მეზობელმა მარცხი განიცადა. ვფიქრობ. რომ სლოვაკეთი შესანიშნავი იყო. საქართველომ ასევე ძალიან კარგად ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე. ამიტომ ტურნირის მტავარ აღმოჩენად მე სლოვაკეთს და საქართველოს დავასახელებ”, - განაცხადა იაკუბკომ.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ. საქართველოს ბედმა მხოლოდ ერთხელ - 2016 წელს გაუღიმა. მაშინ ამხანაგურ მატჩში ქართველები უფრო ძლიერები აღმოჩნდნენ - 1:0. დარჩენილი შეხვედრები ესპანეთს დარჩა. ვილი სანიოლის გუნდმა ყველაზე დიდი მარცხი 2023 წლის სექტემბერში განიცადა - 1:7.
ისტორიაში პირველად საქართველო ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.