https://sputnik-georgia.com/20240630/roman-dolidzem-entoni-smiti-daamarcxa-288716015.html
რომან დოლიძემ ენტონი სმიტი დაამარცხა
რომან დოლიძემ ენტონი სმიტი დაამარცხა
Sputnik საქართველო
35 წლის მებრძოლის ანგარიშზე ამ გამარჯვების შემდეგ 16 ორთაბრძოლიდან 13 მოგებაა 30.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-30T18:13+0400
2024-06-30T18:13+0400
2024-06-30T18:13+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249024772_0:49:1078:655_1920x0_80_0_0_01d127a001995b3c3d3c6bfca72669f1.jpg
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ნევადაში UFC 303-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ამერიკელი ენტონი სმიტი დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".სამრაუნდიან ორთაბრძოლაში დოლიძის უპირატესობა აშკარა იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეტოქე (30:27, 29:28. 29:28) დაამარცხა.დაპირისპირება დოლიძის სრული უპირატეაობით წარიმართა და 15-წუთიან ორთაბრძოლაში მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ამერიკელმა MMA-ში მე-16 ორთაბრძოლა ჩაატარა, რომელთაგანაც მეშვიდე მარცხი მიითვალა.აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა ეს დაპირისპირება ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში გამართა და ამ დივიზონში რეიტინგის მეათე საფეხურზე აინაცვლებს. 35 წლის მებრძოლის ანგარიშზე ამ გამარჯვების შემდეგ 16 ორთაბრძოლიდან 13 მოგებაა. მან უშუალოდ UFC-ში მეათე საიუბილეო ბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 7 თავის სასარგებლოდ დაასრულა.დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249024772_70:0:1009:704_1920x0_80_0_0_81fb9733dc033bc731c7cb6532d4b344.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
რომან დოლიძემ ენტონი სმიტი დაამარცხა
35 წლის მებრძოლის ანგარიშზე ამ გამარჯვების შემდეგ 16 ორთაბრძოლიდან 13 მოგებაა
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. UFC-ის საშუალო წონის ქართველმა მებრძოლმა რომან დოლიძემ ნევადაში UFC 303-ის ეგიდით გამართულ ღონისძიებაზე ამერიკელი ენტონი სმიტი დაამარცხა, იუწყება „პირველი არხი".
სამრაუნდიან ორთაბრძოლაში დოლიძის უპირატესობა აშკარა იყო და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მეტოქე (30:27, 29:28. 29:28) დაამარცხა.
დაპირისპირება დოლიძის სრული უპირატეაობით წარიმართა და 15-წუთიან ორთაბრძოლაში მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ამერიკელმა MMA-ში მე-16 ორთაბრძოლა ჩაატარა, რომელთაგანაც მეშვიდე მარცხი მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მებრძოლმა ეს დაპირისპირება ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში გამართა და ამ დივიზონში რეიტინგის მეათე საფეხურზე აინაცვლებს.
35 წლის მებრძოლის ანგარიშზე ამ გამარჯვების შემდეგ 16 ორთაბრძოლიდან 13 მოგებაა. მან უშუალოდ UFC-ში მეათე საიუბილეო ბრძოლა გამართა, რომელთაგანაც 7 თავის სასარგებლოდ დაასრულა.
დოლიძე ბათუმელია. დაიბადა 1988 წელს ინჟინრის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის სასულიერო აკადემია, თუმცა შემდგომში ცხოვრება სპორტს დაუკავშირა. პროფესიული ბრძოლებით 2009 წელს დაკავდა.