https://sputnik-georgia.com/20240630/portugaliis-prezidentma-kobaxidzes-gamarjveba-miuloca-288717734.html
პორტუგალიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს ფეხბურთის ნაკრების გამარჯვება მიულოცა
პორტუგალიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს ფეხბურთის ნაკრების გამარჯვება მიულოცა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები 4 ქულით მერვედფინალში გავიდა და კვირას, 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება. 30.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-30T21:42+0400
2024-06-30T21:42+0400
2024-06-30T21:42+0400
საქართველო
სპორტი
პორტუგალია
ევრო-2024
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679260_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_21c3092636bb57b28caf9d703c54d286.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან გამარჯვება მიულოცა.26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში F ჯგუფის ლიდერი, პორტუგალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.ქართული მედიის ცნობით, მილოცვის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.პორტუგალიის ნაკრების კარში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის 94-ე წამზე პირველი გოლი გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.პორტუგალიასთან მოგებით საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა - ეროვნული გუნდის მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
პორტუგალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1c/288679260_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_99f05fa8c5a72436808d8b26219d3e83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, პორტუგალია, ევრო-2024
საქართველო, სპორტი, პორტუგალია, ევრო-2024
პორტუგალიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერს ფეხბურთის ნაკრების გამარჯვება მიულოცა
საქართველოს ნაკრები 4 ქულით მერვედფინალში გავიდა და კვირას, 30 ივნისს, ესპანეთს შეხვდება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. პორტუგალიის პრეზიდენტმა მარსელუ რებელუ დი სოზამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან გამარჯვება მიულოცა.
26 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში F ჯგუფის ლიდერი, პორტუგალიის ეროვნული გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
ქართული მედიის ცნობით, მილოცვის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
პორტუგალიის ნაკრების კარში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის 94-ე წამზე პირველი გოლი გაიტანა - ეს კვარაცხელიას მე-16 გოლია ნაკრების შემადგენლობაში. მეორე ტაიმში კი საქართველოს ნაკრები 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის პენალტის წყალობით დაწინაურდა - ეს გოლი მესამეა ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძის მიერ გატანილი.
საქართველო-პორტუგალიის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
პორტუგალიასთან მოგებით საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა - ეროვნული გუნდის მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.