კალაძე: მჯერა ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2024
გამოწერა
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.
თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველო-ესპანეთის მატჩის წინ თბილისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პლეი-ოფში საქართველოს მეტოქე ესპანეთის მაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
კალაძის თქმით, ის რაც დღეს კიოლნში სტადიონზე უნდა მოხდეს, უფრო მეტია, ვიდრე ფეხბურთი.

„დღეს კიდევ ერთხელ ვთანხმდებით - როდესაც ვერთიანდებით საერთო მიზნით, საერთო მისწრაფებით, ბრძოლის ჟინით, წარმატების რწმენით, ვაღწევთ გამარჯვებას და ვაგრძელებთ განვითარებას... მჯერა, ჩვენი ბიჭების ბრძოლა დღესაც სიამაყით აღგვავსებს და გვათქმევინებს - ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვართ საქართველო!”, -დაწერა კალაძემ.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0