https://sputnik-georgia.com/20240630/ilia-meorem-abiturientebi-daloca-288717455.html
ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა
ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა
Sputnik საქართველო
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება. 30.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-30T21:00+0400
2024-06-30T21:00+0400
2024-06-30T21:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს საპატრიარქო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_0:440:1685:1388_1920x0_80_0_0_d4fc449f39d8796245c1ae31f39dc135.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათaლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა, ნაTქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს - ფიზიკის გამოცდით დასრულდება.„იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. უფალმა მოგმადლოთ გონიერება და სულიერი ძალა... ასპარეზი ფართოა და შესაძლებლობები – მრავალგვარი. გეწეოდეთ ღმერთი და თქვენი მფარველი ანგელოზი!”, - ნათქვამია განცხადებაში.2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.წელს საგამოცდო ცენტრი გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/14/263748752_226:467:1455:1388_1920x0_80_0_0_33a76e9b2307ddcf577060de77e33dc6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს საპატრიარქო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, საზოგადოება, ახალი ამბები
ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება და 26 ივლისს დასრულდება.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს კათaლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აბიტურიენტები დალოცა, ნაTქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს - ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
„იწყება უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების პერიოდი. ყველას, ვინც ემზადება ცოდნის მისაღებად და სწავლის გასაგრძელებლად, ვლოცავ და ვუსურვებ წარმატებებს. უფალმა მოგმადლოთ გონიერება და სულიერი ძალა... ასპარეზი ფართოა და შესაძლებლობები – მრავალგვარი. გეწეოდეთ ღმერთი და თქვენი მფარველი ანგელოზი!”, - ნათქვამია განცხადებაში.
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 47 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა.
წელს საგამოცდო ცენტრი გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.