ევრო 2024: საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს დამატებითი ავტობუსები მოემსახურება

© photo: Sputnik / Stringerქომაგები სტადიონზე
ქომაგები სტადიონზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.06.2024
გამოწერა
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.
თბილისი, 30 ივნისი - Sputnik. საქართველო-ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, იუწყება თბილისის მერია.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. პლეი-ოფში საქართველოს მეტოქე ესპანეთის მაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.

მერიის ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, მატჩის შემდეგ მოემსახურებათ ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.

ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
F ჯგუფში პორტუგალიამ ექვსი ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა. თურქეთი მეორე ადგილზეა, ასევე ექვსი ქულით. საქართველომ ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ჩეხეთი კი ერთი ქულით ბოლო ადგილზე გავიდა.
რაც შეეხება ესპანეთს, მან სამ მატჩში სამი გამარჯვება მოიპოვა და B ჯგუფი პირველი ადგილით – ცხრა ქულით დატოვა. იტალიის ნაკრები ოთხი ქულით მეორე ადგილზეა.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
ყველა ახალი ამბავი
0