https://sputnik-georgia.com/20240630/evro-2024-mervedfinalur-matchze-gamgzavrebis-sashualea-1200-qomags-mieca-288714841.html
ევრო 2024-ის მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1,2 ათასამდე ქომაგს მიეცა
ევრო 2024-ის მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1,2 ათასამდე ქომაგს მიეცა
Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა. 30.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-30T14:51+0400
2024-06-30T14:51+0400
2024-06-30T14:51+0400
საქართველო
ევრო-2024
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288480144_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_b8352ef7e755c85700c27fbb187ec8fd.jpg
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ევრო 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით საქართველოდან გერმანიაში ქომაგების პირველი ნაკადი - 219 ქომაგი ჩაფრინდა, იუწყება საქართველოს ეროპორტების გაერთიანება.26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.უწყების ცნობით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, შვიდი ჩარტერი დაინიშნა.თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდებოდა - ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში, ფაქტობრივად, ყველა რეისზე ბილეთი სრულად გაიყიდა. აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველი ქომაგებისთვის სუბსიდირებული დამატებით სამი ჩარტერული რეისი დაინიშნა.მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩარტერულ ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებენ.კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა 195 ევრო. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 390 ევროს შეადგენს - სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.სუბსიდირებული ჩარტერული რეისების განრიგი:29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:0029 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:0030 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:301 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:201 ივლისი კიოლნი -თბილისი, გაფრენა 20:002 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 15:002 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:10.საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/12/288480144_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_73a1eab32f9794e9dbe4faaccfcfb87c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრო 2024-ის მერვედფინალზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1,2 ათასამდე ქომაგს მიეცა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.
თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. ევრო 2024-ის ეროვნული ნაკრების მერვედფინალურ მატჩზე საგულშემატკივროდ მთავრობის მიერ სუბსიდირებული რეისით საქართველოდან გერმანიაში ქომაგების პირველი ნაკადი - 219 ქომაგი ჩაფრინდა, იუწყება საქართველოს ეროპორტების გაერთიანება.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
უწყების ცნობით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, შვიდი ჩარტერი დაინიშნა.
თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდებოდა - ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში, ფაქტობრივად, ყველა რეისზე ბილეთი სრულად გაიყიდა. აქედან გამომდინარე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართველი ქომაგებისთვის სუბსიდირებული დამატებით სამი ჩარტერული რეისი დაინიშნა.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჯგუფური ეტაპის პერიოდში 30-მდე ჩარტერი დააორგანიზა და საშუალება მისცა 6 ათასამდე გულშეკატკივარს ჩვენი ნაკრების თამაშებს დასწრებოდა. პლეი-ოფზე კი შვიდი ჩარტერის დანიშვნა მოხერხდა, რამაც მერვედფინალურ მატჩზე გამგზავრების საშუალება დამატებით 1,2 ათასამდე მგზავრს მისცა. მნიშვნელოვანია, რომ ჩარტერულ რეისებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები“, – განაცხადა გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩარტერულ ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებენ.
კიოლნიდან დასაბრუნებელი ბილეთების ყიდვა tkg.ge-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი. თბილისიდან გასაფრენი ბილეთები კი უკვე სრულად ამოიწურა. სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულებაა 195 ევრო. შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 390 ევროს შეადგენს - სუბსიდირებული ავიაბილეთით სარგებლობას საქართველოს ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.
სუბსიდირებული ჩარტერული რეისების განრიგი:
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 12:00
29 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 19:00
30 ივნისი თბილისი-კიოლნი, გაფრენა 04:30
1 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:20
1 ივლისი კიოლნი -თბილისი, გაფრენა 20:00
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 15:00
2 ივლისი კიოლნი-თბილისი, გაფრენა 08:10.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.