https://sputnik-georgia.com/20240630/cixeebshi-10-atasze-meti-patimaria-288701110.html
ციხეები საქართველოში: პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა
ციხეები საქართველოში: პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
1-ელი ივნისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. 30.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-30T13:05+0400
2024-06-30T13:05+0400
2024-06-30T13:05+0400
საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური
საზოგადოება
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
სტატისტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_3b34b46431074f219dc5b4ef57c22a36.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პენიტენიურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.2011 წელს პენიტენციულ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.1-ელი ივნისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 4 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.1-ელი ივნისისთვის, საქართველოში არსებული 14 საპატიმრო ადგილი 81,7%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,5%.პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 52 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 66 პირი.რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, 1-ელი ივნისისთვის მათი რიცხვი 1,9 ათასი იყო - ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 21 არასრულწლოვანი და 70 წელს გადაცილებული 21 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 182 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებში2024 წლის 1-ელი ივნისისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 56 ქვეყნის 942 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 9,2%-ს შეადგენს. ამასთან 673 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 96 ქალი იმყოფება.საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 24,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 138 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 498 უცხოელი 35 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:193:881:854_1920x0_80_0_0_370620a31940c487b9d662795efab89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
საქართველო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, საზოგადოება, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, სტატისტიკა
ციხეები საქართველოში: პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა
1-ელი ივნისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა.
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველოს პენიტენიურ დაწესებულებებში 2014 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა პატიმრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 1-ელი ივნისისთვის ქვეყანაში პატიმართა რაოდენობამ 10.241 ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
პატიმართა რაოდენობამ 10 ათასს პირველად 2024 წლის აპრილში გადააჭარბა.
2011 წელს პენიტენციულ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
1-ელი ივნისისთვის პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,28% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 4 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
1-ელი ივნისისთვის, საქართველოში არსებული 14 საპატიმრო ადგილი 81,7%-ით იყო შევსებული. მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობიდან განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,5%.
პატიმართა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 52 არასრულწლოვანი და 70 წელს ზემოთ 66 პირი.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც განაჩენს ელოდებიან, 1-ელი ივნისისთვის მათი რიცხვი 1,9 ათასი იყო - ლიდერობს 31-დან 49 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 21 არასრულწლოვანი და 70 წელს გადაცილებული 21 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.
ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 182 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
2024 წლის 1-ელი ივნისისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 56 ქვეყნის 942 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 9,2%-ს შეადგენს. ამასთან 673 პირი უკვე გასამართლებულია სხვადასხვა დანაშაულებისთვის.
უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 96 ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 24,9 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 138 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 498 უცხოელი 35 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.