https://sputnik-georgia.com/20240630/------10--288722819.html
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს 1:0 უგებს
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთს 1:0 უგებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩში საქართველო დაწინაურდა და ანგარიში 1:0 გახდა. 30.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-30T23:22+0400
2024-06-30T23:22+0400
2024-06-30T23:43+0400
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1e/288722412_0:16:3071:1743_1920x0_80_0_0_168efed847e44f3190e37f92fff857ca.jpg
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩში საქართველო დაწინაურდა და ანგარიში 1:0 გახდა.საკუთარ კარში გოლი ესპანელმა რობენ ლე ნორმანმა გაიტანა - ოთარ კაკაბაძის პასის შემდეგ, ესპანელმა მატჩის მე-18 წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა.26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზეევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სამივე შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. შედეგად - სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის ბომბარდირთა ცხრილის სათავეში მოექცა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1e/288722412_340:0:3071:2048_1920x0_80_0_0_4654323f8d4d489221450a6e18800fda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო
თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩში საქართველო დაწინაურდა და ანგარიში 1:0 გახდა.
საკუთარ კარში გოლი ესპანელმა რობენ ლე ნორმანმა გაიტანა - ოთარ კაკაბაძის პასის შემდეგ, ესპანელმა მატჩის მე-18 წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
საქართველო ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ევრო 2024-ზე საქართველომ სადებიუტო მატჩი თურქეთთან წააგო - 1:3, მეორე ტურში კი ჩეხეთს დაუზავდა - 1:1, ჯგუფის ფავორიტი პორტუგალია კი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სამივე შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა. შედეგად - სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის ბომბარდირთა ცხრილის სათავეში მოექცა.