https://sputnik-georgia.com/20240629/vili-sanioli-espanettan-dagegmil-matchze-288708511.html
„არაფერი გვაქვს დასაკარგი" - სანიოლი ესპანეთთან დაგეგმილ მატჩზე
„არაფერი გვაქვს დასაკარგი" - სანიოლი ესპანეთთან დაგეგმილ მატჩზე
Sputnik საქართველო
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება. 29.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-29T20:08+0400
2024-06-29T20:08+0400
2024-06-29T20:08+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288557995_696:260:1438:677_1920x0_80_0_0_4aaa1cbed96ac02c1ad74cdf8007df2c.jpg
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ესპანეთთან დაგეგმილ მატჩი ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ.26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288557995_468:253:1440:982_1920x0_80_0_0_cdfb4b7cc10721910e1629938ad5c22a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
„არაფერი გვაქვს დასაკარგი" - სანიოლი ესპანეთთან დაგეგმილ მატჩზე
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა, სადაც 30 ივნისს ესპანეთს შეხვდება.
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. ესპანეთთან დაგეგმილ მატჩი ყოველგვარი წნეხის გარეშე გავალთ, განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
„ამაყი ვარ და გაოცებულიც, რადგან გულწრფელად რომ ვთქვა, არ ველოდი ზედიზედ სამჯერ ასეთ კარგ თამაშს. ფეხბურთი სავსეა მოულოდნელობითა და სიურპრიზებით. არაფერი გვაქვს დასაკარგი, მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები აღფრთოვანებით ითამაშებენ მერვედფინალში გამოცდილ ესპანეთთანაც“,- განაცხადა სანიოლიმ.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.