https://sputnik-georgia.com/20240629/tbilisis-aeroportshi-primeclass-lounge-da-swrapi-gasasvleli-sivrce-gaixsna-288699278.html
თბილისის აეროპორტში განახლებული Primeclass Lounge და სწრაფი გასასვლელი სივრცე გაიხსნა
თბილისის აეროპორტში განახლებული Primeclass Lounge და სწრაფი გასასვლელი სივრცე გაიხსნა
Sputnik საქართველო
ახალი ობიექტები კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ‘’ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით დაამატა. 29.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-29T13:49+0400
2024-06-29T13:49+0400
2024-06-29T13:49+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277756610_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_042fe9b312d55eafbd41cfddfa7107c7.jpg
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge-ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი (Fast Track) ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, გაფართოებული ლაუნჯი უფრო მეტი მგზავრის კომფორტულ გარემოში მომსახურების საშუალებას იძლევა.ორი ახალი ობიექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აეროპორტებში, მათ შორის თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სულ უფრო მზარდი დინამიკით ხასიათდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.უწყების ცნობით, დღეიდან გამგზავრების დარბაზი ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს რიგის გარეშე, სწრაფი გასასვლელით მოემსახურება.პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ჯამურად 2, 2 მლნ ლარი შეადგინა. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%-ით, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73%-ით გაიზარდა. რაც შეეხება Primeclass Lounge ის განახლებულ სივრცეს, პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 700 ათასი ლარი შეადგინა.Primeclass Lounge - ს ოპერირებას უწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP- ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 90 -ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/11/277756610_260:0:2991:2048_1920x0_80_0_0_9207549f67082d12f584ccbea52bf1be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
თბილისის აეროპორტში განახლებული Primeclass Lounge და სწრაფი გასასვლელი სივრცე გაიხსნა
ახალი ობიექტები კომპანია ,,ტავ ჯორჯიამ‘’ აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდის მიზნით დაამატა.
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში Primeclass Lounge-ის განახლებული სივრცე და სწრაფი გასასვლელი (Fast Track) ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გაფართოებული ლაუნჯი უფრო მეტი მგზავრის კომფორტულ გარემოში მომსახურების საშუალებას იძლევა.
ორი ახალი ობიექტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აეროპორტებში, მათ შორის თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი სულ უფრო მზარდი დინამიკით ხასიათდება, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება.
„საქართველოსადმი ინტერესი მზარდია, ჩამოდის მეტი ტურისტი და შესაბამისად, აეროპორტში გვყავს მეტი მგზავრი. დღევანდელი დღე ძალიან სწორი და კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა მოხდეს თანმიმდევრულად ყველა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რათა აეროპორტმა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და აქ ჩამოსულ სტუმრებს ახალი, მნიშვნელოვანი, საინტერესო და კარგი სერვისები მიაწოდოს“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
უწყების ცნობით, დღეიდან გამგზავრების დარბაზი ვიზა პრემიუმ ბარათის მფლობელებს რიგის გარეშე, სწრაფი გასასვლელით მოემსახურება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ ჯამურად 2, 2 მლნ ლარი შეადგინა. განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, ბიზნეს ლაუნჯის ფართობი 84%-ით, ხოლო მგზავრთა ადგილების რაოდენობა 73%-ით გაიზარდა. რაც შეეხება Primeclass Lounge ის განახლებულ სივრცეს, პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 700 ათასი ლარი შეადგინა.
Primeclass Lounge - ს ოპერირებას უწევს TAV Airports Holding-ისა და Groupe ADP- ის შვილობილი კომპანია, აეროპორტებისა და ტურისტული მასპინძლობის სერვისების წამყვანი გლობალური პროვაიდერი TAV Operation Services-ი, რომელიც პრემიუმ მგზავრთა მომსახურებით 19 ქვეყნის 90 -ზე მეტ ლაუნჯშია წარმოდგენილი.