https://sputnik-georgia.com/20240629/sastumros-administratorma-stumrebis-piradi-inpormacia-gaasajarova-288701335.html
სასტუმროს ადმინისტრატორმა ქალმა სტუმრების პირადი ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა
სასტუმროს ადმინისტრატორმა ქალმა სტუმრების პირადი ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა
Sputnik საქართველო
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 29.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-29T16:00+0400
2024-06-29T16:00+0400
2024-06-29T16:00+0400
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე 30 წლის ქალი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებული ქალი ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა.მიმდინარე წლის 25 მაისს ბრალდებულმა სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახა, რომ მამაკაცმა მეგობარ ქალთან ერთად ღამე სასტუმროში გაატარა. ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა.„ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ყალბი გვერდი, საიდანაც დაზარალებული ქალის ოჯახის წევრებს მისწერა და აცნობა, რომ მას ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დაოჯახებულ მამაკაცთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია მან დაზარალებული ქალის ყოფილ შეყვარებულსაც აცნობა და სასტუმროს ნომრის ჯავშნის შესახებ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები გადაუგზავნა.სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი სსკ-ის 157-ე მუხლით წარედგინა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს
საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, თბილისი დღეს
სასტუმროს ადმინისტრატორმა ქალმა სტუმრების პირადი ინფორმაცია უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 29 ივნისი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე 30 წლის ქალი ამხილა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მასალების მიხედვით, ბრალდებული ქალი ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სტუმრების პირად ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა.
მიმდინარე წლის 25 მაისს ბრალდებულმა სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახა, რომ მამაკაცმა მეგობარ ქალთან ერთად ღამე სასტუმროში გაატარა. ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა.
„ბრალდებულმა ქალმა სოციალურ ქსელში შექმნა ყალბი გვერდი, საიდანაც დაზარალებული ქალის ოჯახის წევრებს მისწერა და აცნობა, რომ მას ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა დაოჯახებულ მამაკაცთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია მან დაზარალებული ქალის ყოფილ შეყვარებულსაც აცნობა და სასტუმროს ნომრის ჯავშნის შესახებ ინფორმაციის ამსახველი ფოტოსურათები გადაუგზავნა.
სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი სსკ-ის 157-ე მუხლით წარედგინა, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.