https://sputnik-georgia.com/20240629/saeklesio-kalendari-29-ivnisi-288697173.html
საეკლესიო კალენდარი: 29 ივნისი
საეკლესიო კალენდარი: 29 ივნისი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივნისს მოწამე ქაიხოსრო ქართველის, წმიდა ტიხონის, ამათუნტელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ტიგროს ხუცისა და მოწამე ევტროპიოს... 29.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-29T09:00+0400
2024-06-29T09:00+0400
2024-06-29T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24514/07/245140779_0:216:2304:1512_1920x0_80_0_0_5b0fe75e744ff031f5419a120a73fa8c.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარშიწმიდა მამა ქაიხოსრო ქართველიცნობა წმინდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ, XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“ გვხვდება. ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმინდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. ის აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილია წმინდანთა სახელები და მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონიწმიდა ტიხონი, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. მშობლები ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ შვილს და საფუძვლიანად ასწავლიდნენ წმიდა წერილს. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი.კეთილმსახური ჭაბუკი ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი ამათუნტელმა მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკვნადაც დაასხა ხელი. მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია კვიპრელმა ეპისკოპოსმა ეპიფანემ აღასრულა.წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.ამათუნტის საკვირველთმოქმედი ეპისკოპოსის სული 425 წელს მშვიდობით შეივედრა უფალმა.მღვდელმოწამე ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველიმღვდელმოწამე ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის ანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს. 404 წელს, როცა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს, ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი, როგორც მისი მიმდევრები, შეიპყრეს და წმიდა მღვდელმთავრის მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ტაძრებისა და შენობების დაწვაში დასდეს ბრალი. ნეტარი ტიგროსი აწამეს, შემდეგ კი მესოპოტამიაში გაგზავნეს, სადაც პყრობილებაში აღმოხდა სული. წმიდა ევტროპიოსიც წამების შემდგომ დილეგში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც.მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24514/07/245140779_0:0:2304:1728_1920x0_80_0_0_f41d932b8e0d6a82eda0e4b92d616373.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 29 ივნისი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 ივნისს მოწამე ქაიხოსრო ქართველის, წმიდა ტიხონის, ამათუნტელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე ტიგროს ხუცისა და მოწამე ევტროპიოს წიგნისმკითხველის ხსენების დღეს აღნიშნავს
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში
წმიდა მამა ქაიხოსრო ქართველი
ცნობა წმინდა ქაიხოსრო ქართველის შესახებ, XVIII საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწისა და მწერლის, ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლაში“ გვხვდება. ტიმოთე გაბაშვილი აღწერს იერუსალიმის სიწმინდეებს, ჯვრის ქართველთა მონასტრის აღაპებს და ფრესკებს. ის აღნიშნავს, რომ ჩამოთვლილია წმინდანთა სახელები და მათ შორის „წმიდა მოწამე ქაიხოსრო ქართველი, რომელიც აწამა ყეენმან შაჰ-აბაზ წმიდათა ხატთათვის, ქორონიკონსა ტ“ (1612).
წმიდა და საკვირველთმოქმედი ტიხონი
წმიდა ტიხონი, კვიპროსის ქალაქ ამათუნტში დაიბადა. მშობლები ქრისტიანული ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ შვილს და საფუძვლიანად ასწავლიდნენ წმიდა წერილს. უფალმა წმიდანს სიყმაწვილეშივე მიმადლა სასწაულთქმედების ნიჭი.
კეთილმსახური ჭაბუკი ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხეს და მედავითნედ დაადგინეს, შემდეგ კი ამათუნტელმა მღვდელმთავარმა მემნონმა დიაკვნადაც დაასხა ხელი. მემნონის სიკვდილის შემდეგ მის კათედრაზე წმიდა ტიხონი აირჩიეს. ხიროტონია კვიპრელმა ეპისკოპოსმა ეპიფანემ აღასრულა.
წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომლად იღვწოდა კვიპროსზე წარმართობის ნაშთების აღმოსაფხვრელად. მას არ ეშინოდა არავითარი მუქარისა და ახოვნად აღიარებდა ქრისტეს უსჯულოთა წინაშე. წმიდა მღვდელმთავარი საოცრად გულმოწყალეც იყო. მისი სახლის კარები მუდამ ღია იყო მნახველებისთვის.
ამათუნტის საკვირველთმოქმედი ეპისკოპოსის სული 425 წელს მშვიდობით შეივედრა უფალმა.
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი
მღვდელმოწამე ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი წმიდა მწყემსმთავრის, იოანე ოქროპირის ანამედროვეები და ღვთისმსახურთა მისი დასის წევრები იყვნენ. ტიგროსი, თავმდაბალი და გულმოწყალე მამა, ერთგულად განაგებდა სამწყსოს, ევტროპი კი - სიწმიდითა და კეთილგონიერებით გამორჩეული ქრისტიანი - კეთილმსახური ცხოვრების მაგალითს აძლევდა მრევლს. 404 წელს, როცა იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლიდან განდევნეს, ტიგროს ხუცი და ევტროპიოს წიგნის მკითხველი, როგორც მისი მიმდევრები, შეიპყრეს და წმიდა მღვდელმთავრის მოწინააღმდეგეთა კუთვნილი ტაძრებისა და შენობების დაწვაში დასდეს ბრალი. ნეტარი ტიგროსი აწამეს, შემდეგ კი მესოპოტამიაში გაგზავნეს, სადაც პყრობილებაში აღმოხდა სული. წმიდა ევტროპიოსიც წამების შემდგომ დილეგში ჩააგდეს, სადაც აღესრულა კიდეც.
მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით