როდის დასრულდება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის მშენებლობა?

© courtesy of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaთბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალი
თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალი - Sputnik საქართველო, 1920, 29.06.2024
გამოწერა
მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და 2024 წელს დასრულდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა, თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფანის ნაწილია.
თბილისი-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაყოფილია სამ მონაკვეთად - ვაზიანის შემოვლითი გზა, ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთი და საგარეჯოს შემოვლითი გზა.
პროექტის ფარგლებში შენდება ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა.
გზის პირველი მონაკვეთი - ვაზიანის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში გასულ წელს შევიდა და ახალი გზის ოთხკილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
ამ ეტაპზე თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის დარჩენილ 31 კილომეტრი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დასრულებაც მიმდინარე წელს იგეგმება.
მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.
ამ მონაკვეთზე სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიურობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, არსებული გზა კი გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე, როგორიცაა ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო.
ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს, აღნიშნავენ უწყებაში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას და საქართველოს გავლით სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0