https://sputnik-georgia.com/20240629/istoriuli-maqsimumi-premieri-turizmis-gegmebze-288700261.html
ისტორიული მაქსიმუმი: პრემიერი 2024 წლის ტურიზმის გეგმებზე
ისტორიული მაქსიმუმი: პრემიერი 2024 წლის ტურიზმის გეგმებზე
Sputnik საქართველო
ხელისუფლება მიმდინარე წელს ტურიზმიდან 4,5 მლრდ დოლარის ოდენობის შემოსავალს ელოდება 29.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-29T15:00+0400
2024-06-29T15:00+0400
2024-06-29T15:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288537521_0:0:1988:1118_1920x0_80_0_0_5b03927be8769d5f42059fb4aa22b88c.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2024 წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ტურიზმის სფერო, რომელიც კოვიდპანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა, აგრძელებს აღდგენას და ახალი რეკორდების მოხსნას. მთავრობის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს გასული წლის რეკორდი მოიხსნება და ქვეყანა ტურიზმიდან თითქმის 10%-ით მეტ შემოსავალს - 4,5 მლრდ დოლარს მიიღებს.„წელს ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავალს ველოდებით, რაც იქნება მაქსიმალური. წელს 7,9 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს და 5,2 მლნ ტურისტს ველოდებით, რაც ასევე იქნება ისტორიული მაქსიმუმი“, - განაცხადა კობახიძემ.საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ტურიზმისა და ავიაციის განვითარება.ტურიზმი და ავიაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა. მიხარია, რომ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გავწიოთ ამ სფეროს გასავითარებლად“, - განაცხადა კობახიძემ.2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა კვარტალურ რეკორდს მიაღწია და 807,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით და 39,6%-ით მეტი 2019 წლის, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 171,2 მილიონი აშშ დოლარი.საქართველოში 2024 წლის იანვარი-მარტში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიონი შეადგინა.2024 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველო მსოფლიოს 13,6 ათასი რეისით დაუკავშირდება სხვადასხვა მიმართულებით - ფრენების 18% ევროპის ქვეყნებში შესრულდება, 17% ყურის ქვეყნებში, 13% რუსეთში.რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებშიპანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/15/288537521_186:0:1801:1211_1920x0_80_0_0_0b479811ac70b87bace2976df8afd291.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
ისტორიული მაქსიმუმი: პრემიერი 2024 წლის ტურიზმის გეგმებზე
ხელისუფლება მიმდინარე წელს ტურიზმიდან 4,5 მლრდ დოლარის ოდენობის შემოსავალს ელოდება
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2024 წელს ტურისტების რეკორდულ რაოდენობას ელოდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ტურიზმის სფერო, რომელიც კოვიდპანდემიის გამო სერიოზულად დაზარალდა, აგრძელებს აღდგენას და ახალი რეკორდების მოხსნას. მთავრობის პროგნოზის თანახმად, 2024 წელს გასული წლის რეკორდი მოიხსნება და ქვეყანა ტურიზმიდან თითქმის 10%-ით მეტ შემოსავალს - 4,5 მლრდ დოლარს მიიღებს.
„წელს ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავალს ველოდებით, რაც იქნება მაქსიმალური. წელს 7,9 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს და 5,2 მლნ ტურისტს ველოდებით, რაც ასევე იქნება ისტორიული მაქსიმუმი“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტად რჩება ტურიზმისა და ავიაციის განვითარება.
ტურიზმი და ავიაცია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა. მიხარია, რომ გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გავწიოთ ამ სფეროს გასავითარებლად“, - განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურებიდან შემოსავალმა კვარტალურ რეკორდს მიაღწია და 807,7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 1,5%-ით მეტია გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით და 39,6%-ით მეტი 2019 წლის, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი თანხა რუსმა ვიზიტორებმა დახარჯეს – 171,2 მილიონი აშშ დოლარი.
საქართველოში 2024 წლის იანვარი-მარტში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,6%-ით გაიზარდა და 1,3 მილიონი შეადგინა.
2024 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველო მსოფლიოს 13,6 ათასი რეისით დაუკავშირდება სხვადასხვა მიმართულებით - ფრენების 18% ევროპის ქვეყნებში შესრულდება, 17% ყურის ქვეყნებში, 13% რუსეთში.
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან გასულ წლებში
პანდემიამდელ 2019 წელს საქართველომ საკუთარი რეკორდები მოხსნა. საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა, შემოსავალმა კი 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2020 წელს ტურიზმის ინდუსტრიის შემოსავალი საოცრად დაბალ ნიშნულზე, 427,7 მილიონ დოლარამდე დაეცა 1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაურით.
ტურიზმმა 2021 წელს საქართველოს 1,2 მილიარდი დოლარი მოუტანა. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2022 წელს, საქართველოს შემოსავალებმა საერთაშორისო მოგზაურებიდან 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. მთლიანობაში გასულ წელს საქართველოს 5,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
2023 წელს ტურიზმიდან შემოსავალი 2022 წელთან შედარებით 17,3%-ით გაიზარდა და 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, 2023 წლის შემოსავალი 26,2%-ით აღემატება 2019 წლის რეკორდულ მაჩვენებელს.