https://sputnik-georgia.com/20240629/espanettan-tamshis-gamocdileba-maqvs-288708683.html
მამარდაშვილი: ესპანეთის ნაკრებთან თამაშის გამოცდილება მაქვს
მამარდაშვილი: ესპანეთის ნაკრებთან თამაშის გამოცდილება მაქვს
Sputnik საქართველო
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ მოხარულია დაეხმაროს გუნდს წარმატების მიღწევაში. 29.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-29T21:30+0400
2024-06-29T21:30+0400
2024-06-29T21:30+0400
საქართველო
ევრო-2024
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288559824_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_7f7a7c0448777ee9b3b37f7a9e30c7f8.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური კლუბ „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ მას ესპანეთის ნაკრებთან თამაშის გამოცდილება აქვს და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი სასწაულის მოხდენას შეეცდება.საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ მოხარულია დაეხმაროს გუნდს წარმატების მიღწევაში.„ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მაღალ დონეზე მეთამაშა, მიხარია, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში. ვნახე, პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ რა ხდებოდა თბილისში - სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით ჩვენი გულშემატკივრების გახარება", - განაცხადა მამარდაშვილმა.ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/17/288559824_36:0:1476:1080_1920x0_80_0_0_fb3158d46f5c64781f7e1e900456e90b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, სპორტი, ახალი ამბები
მამარდაშვილი: ესპანეთის ნაკრებთან თამაშის გამოცდილება მაქვს
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ მოხარულია დაეხმაროს გუნდს წარმატების მიღწევაში.
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და ესპანური კლუბ „ვალენსიის" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა, რომ მას ესპანეთის ნაკრებთან თამაშის გამოცდილება აქვს და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთი სასწაულის მოხდენას შეეცდება.
საქართველოს ნაკრების მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ესპანეთი არის ერთ-ერთი ფავორიტი გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთხელ სასწაული მოვახდინოთ. ესპანეთი ითამაშებს შემტევ ფეხბურთს, ეცდებიან რაც შეიძლება მეტი გოლი გაიტანონ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ვინ გვყავს შეტევაში, ესენი არიან მიქაუტაძე და კვარაცხელია, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს ხიფათი შექმნან და გოლი გაიტანონ, ასე რომ ფრთხილად იყვნენ“, - აღნიშნა მამარდაშვილმა.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მეკარედ აღიარებულმა მამარდაშვილმა აღნიშნა, რომ მოხარულია დაეხმაროს გუნდს წარმატების მიღწევაში.
„ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მაღალ დონეზე მეთამაშა, მიხარია, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში. ვნახე, პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ რა ხდებოდა თბილისში - სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთხელ შევძელით ჩვენი გულშემატკივრების გახარება", - განაცხადა მამარდაშვილმა.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.