ევრო 2024: საქართველოს და ესპანეთის გუნდები

გამოწერა
ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და ევრო 2024-ის მერვედფინალში გავიდა,
ევრო 2024-ის პლეი-ოფში საქართველო-ესპანეთის მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.
26 ივნისს ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ განაცხადა, რომ საქარველოსთან მატჩში მის გუნდს მოუწევს მაქსიმუმი გაიღოს, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეს.
დღეს ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. ფიფას რეიტინგში ესპანეთი მე-8 ადგილზეა, საქართველო კი 74-ე ადგილზე.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ, საიდანაც ექვსი მატჩი ესპანელების, ერთი კი ქართველების გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ყველაზე დიდი მარცხი ესპანეთთან დაფიქსირდა 2023 წელს, როცა ეროვნულმა გუნდმა წააგო ანგარიშით 1:7 (ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, 2023 წლის სექტემბერი).
ყველა ახალი ამბავი
0