https://sputnik-georgia.com/20240629/baslainebze-motociklebi-da-mopedebi-imozraveben-288698121.html
„ბასლაინებზე“ მოტოციკლეტები და მოპედები იმოძრავებენ?
„ბასლაინებზე“ მოტოციკლეტები და მოპედები იმოძრავებენ?
Sputnik საქართველო
თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმას 2017 წლიდან ახორციელებს 29.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-29T12:15+0400
2024-06-29T12:15+0400
2024-06-29T12:15+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272408150_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_26691278779f75cf3250b33b4dd2dbbd.jpg
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც მოპედებსა და მოტოციკლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში გადაადგილების უფლება ექნებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები - ე.წ. ბასლაინები.„ჩვენ უკვე მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას, (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით", - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, ასეთი პრაქტიკა მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში.„შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში“, - განაცხადა კალაძემ.როგორც კალაძემ განმარტა, მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ- ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.„ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, - აღნიშნა კალაძემ.ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ხაზებზე გადაადგილებისთვის ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272408150_311:0:3040:2047_1920x0_80_0_0_6fb8a240cdfcab2559c8e435020f7ffc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
„ბასლაინებზე“ მოტოციკლეტები და მოპედები იმოძრავებენ?
თბილისის მერია სატრანსპორტო რეფორმას 2017 წლიდან ახორციელებს
თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისის მერია პარლამენტს წარუდგენს საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც მოპედებსა და მოტოციკლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში გადაადგილების უფლება ექნებათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის მერია 2017 წლიდან ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია – საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი, ასევე ქალაქი განიტვირთოს „საცობებისგან“. რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები - ე.წ. ბასლაინები.
„ჩვენ უკვე მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას, (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ასეთი პრაქტიკა მოქმედებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და სხვა ქვეყნებში.
„შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც კალაძემ განმარტა, მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ- ერთი მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
„ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს“, - აღნიშნა კალაძემ.
ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ხაზებზე გადაადგილებისთვის ჯარიმა 100 ლარს შეადგენს.