https://sputnik-georgia.com/20240628/teqdatvalierebis-centrebs-regulaciebis-dargvevistvis-daajarimeben-288676645.html
საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ
საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ
Sputnik საქართველო
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია გააკონტროლოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი. 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T14:29+0400
2024-06-28T14:29+0400
2024-06-28T14:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/03/243740331_0:108:1922:1189_1920x0_80_0_0_87b227ce62a805c538fa0ddcb56b0d04.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს 2025 წლის 3 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმებენ.პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მესამე მოსმენით მიიღო.ცვლილებების თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც გამოვლინდება უწყების მხრიდან შემოწმების პროცესის მონიტორინგის შედეგად, დაჯარიმებას გამოიწვევს.ამრიგად, სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათასი ლარი იქნება, არსებითი ხარვეზის შემთხვევაში - 2 ათასი ლარი. მცირე ხარვეზის ან შემოწმების ოქმში დაფიქსირებული სხვა უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში – 500 ლარი.გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს უწყების უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას და მის აღსრულებას ვიდეო ან ფოტო ფირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში.ტექდათვალიერება საქართველოში2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.2023 წლის 1 თებერვლიდან ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების ხელახალი გავლა გახდა შესაძლებელი გარკვეული თანხის სანაცვლოდ. . ზომების გამკაცრების მიზეზი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შემოწმებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24374/03/243740331_96:0:1827:1298_1920x0_80_0_0_e11e05f43ccdd6ab011d636c996de01e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმებენ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია გააკონტროლოს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესი.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებს 2025 წლის 3 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების შემოწმებისას, ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში დააჯარიმებენ.
პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები საქართველოს მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილებების თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დაევალება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, რომელიც გამოვლინდება უწყების მხრიდან შემოწმების პროცესის მონიტორინგის შედეგად, დაჯარიმებას გამოიწვევს.
ამრიგად, სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათასი ლარი იქნება, არსებითი ხარვეზის შემთხვევაში - 2 ათასი ლარი. მცირე ხარვეზის ან შემოწმების ოქმში დაფიქსირებული სხვა უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში – 500 ლარი.
გარდა ამისა, კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს უწყების უფლებამოსილი პირის მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას და მის აღსრულებას ვიდეო ან ფოტო ფირზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში.
ტექდათვალიერება საქართველოში
2018 წლის 1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირება აუცილებელი გახდა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან იურიდიულ პირებზე, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილებისთვის. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კი სიახლე შეეხო მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 3.0-ს, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან – დანარჩენ მსუბუქ ავტომობილებს.
ავტომობილის მართვა, რომელსაც ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი 50 ლარით დაჯარიმებას იწვევს. ტექდათვალიერების გარეშე ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების შედეგად ჯარიმები ჯამში 600 ლარს შეადგენს. ჯარიმის გადასახდელად ვადა განისაზღვრა ერთი თვით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საურავი ირიცხება. თუ მძღოლი ჯარიმას ექვსი თვის განმავლობაში არ გადაიხდის, მას მართვის მოწმობა ექვსი თვით ჩამოერთმევა.
2023 წლის 1 თებერვლიდან ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირების ხელახალი გავლა გახდა შესაძლებელი გარკვეული თანხის სანაცვლოდ. . ზომების გამკაცრების მიზეზი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი შემოწმებისას ავტომობილების ნორმებთან ხშირი შეუსაბამობა გახდა.