https://sputnik-georgia.com/20240628/tbilisis-aeroporti-18-mln-mgzavrze-iqneba-gatvlili-288692502.html
თბილისის ახალი აეროპორტი 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი
თბილისის ახალი აეროპორტი 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი
Sputnik საქართველო
მნიშვნელოვანია თელავისა და მესტიის აეროპორტების განვითარება, განაცხადა პრემიერმა 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T21:39+0400
2024-06-28T21:39+0400
2024-06-28T21:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_0:0:3167:1782_1920x0_80_0_0_dabdce1fe472af5561ea8aa6dac15f94.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მშენებლობაც ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე იგეგმება, დასრულების შემდეგ 18 მილიონ მგზავრს დაიტევს.საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებული სხვა აეროპორტების გაფართოებაზე.„ასევე მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის აეროპორტის ახალი გენერალური გეგმის შესაქმნელად. გვინდა, ავაშენოთ ახალი ტერმინალი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება წელსვე და დასრულდება 2026 წელს. ასევე უკვე დასრულდა ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები. ადგილების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა", - განაცხადა კობახიძემ.პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა რეგიონალური აეროპორტების განვითარების პრიორიტეტი.რატომ არის საჭირო ახალი აეროპორტიროგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266358135_224:0:2955:2048_1920x0_80_0_0_1fc1f9346b01f75e4db34b120c0d06c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის ახალი აეროპორტი 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი
მნიშვნელოვანია თელავისა და მესტიის აეროპორტების განვითარება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მშენებლობაც ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე იგეგმება, დასრულების შემდეგ 18 მილიონ მგზავრს დაიტევს.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს. 2024 წლის ივნისში გამოცხადდა ტენდერი ახალი აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე.
„დღეისთვის თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მილიონი მგზავრია, ახალი აეროპორტი პროექტის სრულად დასრულების შემდეგ გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებული სხვა აეროპორტების გაფართოებაზე.
„ასევე მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის აეროპორტის ახალი გენერალური გეგმის შესაქმნელად. გვინდა, ავაშენოთ ახალი ტერმინალი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება წელსვე და დასრულდება 2026 წელს. ასევე უკვე დასრულდა ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები. ადგილების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა რეგიონალური აეროპორტების განვითარების პრიორიტეტი.
„ასევე მნიშვნელოვანია თელავის და მესტიის აეროპორტების განვითარება. უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები, თანამედროვე ტერმინალები ორივე აეროპორტისთვის. თელავის აეროპორტის ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება და დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ათ თვეში. მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება იგეგმება მიმდინარე წელს და დასრულდება 2025 წელს“, – განაცხადა პრემიერმა.
რატომ არის საჭირო ახალი აეროპორტი
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.