https://sputnik-georgia.com/20240628/saqartvelos-dakoreas-shoris-regularuli-reisebi-shesruldeba-288676492.html
საქართველოსა და კორეას შორის რეგულარული რეისები შესრულდება
საქართველოსა და კორეას შორის რეგულარული რეისები შესრულდება
Sputnik საქართველო
საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად. 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T14:00+0400
2024-06-28T14:00+0400
2024-06-28T14:00+0400
საქართველო
სამხრეთი კორეა
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საზოგადოება
ტურიზმი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277208959_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_49bcd61a35f16eb4c56c77bb7d2e1662.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ საქართველოსა და კორეას შორის რეგულარული ფრენები კვირაში 7 სიხშირით განახორციელონ, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.27 ივნისს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს თბილისში მოეწერა ხელი. თბილისში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საავიაციო უწყებების მიერ განხილულ იქნა ქვეყნებს შორის რეგულარული ოპერირების დაწყების ტექნიკური ასპექტები, მათ შორის საავიაციო ბაზრებზე არსებული ვითარება, ძირითადი მარეგულირებელი სტანდარტები და ფრენის სიხშირეები.საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად.საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. ავიაკომპანია Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ფრენები მიმდინარე წლის მაის-ივნისშიც შეასრულა. Korean Air-მა სეულსა და თბილისს შორის ჩარტერული რეისები შეასრულა.
საქართველო
სამხრეთი კორეა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/01/277208959_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_918de97c2785c623b39ff19e873fc6ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სამხრეთი კორეა , საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საზოგადოება, ტურიზმი, ახალი ამბები
საქართველო, სამხრეთი კორეა , საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საზოგადოება, ტურიზმი, ახალი ამბები
საქართველოსა და კორეას შორის რეგულარული რეისები შესრულდება
საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ საქართველოსა და კორეას შორის რეგულარული ფრენები კვირაში 7 სიხშირით განახორციელონ, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
27 ივნისს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს თბილისში მოეწერა ხელი.
„გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად განისაზღვრა ფრენის სიხშირეები: საქართველოსა და კორეის დანიშნულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ რეგულარული სამგზავრო/სატვირთო ფრენები განახორციელონ კვირაში 7 სიხშირით", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისში გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში, საავიაციო უწყებების მიერ განხილულ იქნა ქვეყნებს შორის რეგულარული ოპერირების დაწყების ტექნიკური ასპექტები, მათ შორის საავიაციო ბაზრებზე არსებული ვითარება, ძირითადი მარეგულირებელი სტანდარტები და ფრენის სიხშირეები.
საქართველოსა და კორეის საავიაციო უწყებები შეთანხმდნენ, რომ აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად.
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება 2018 წელს დაიწყო. ავიაკომპანია Korean Air-მა საქართველოს მიმართულებით სეზონური ფრენები მიმდინარე წლის მაის-ივნისშიც შეასრულა. Korean Air-მა სეულსა და თბილისს შორის ჩარტერული რეისები შეასრულა.