https://sputnik-georgia.com/20240628/saqartvelo-espanetis-matchze-4-reisi-shesruldeba-288687702.html
ევრო 2024: საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება
ევრო 2024: საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება
Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა. 28.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-28T15:00+0400
2024-06-28T15:00+0400
2024-06-28T16:18+0400
საქართველო
ევრო-2024
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288635902_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_407561434ccdb9b71966c7308d70ac5e.jpg
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქართველი ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.უწყების ცნობით, ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ.როგორც აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, ჯამში კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა შესრულდება.საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება: 29 ივნისი თბილისი-კიოლნი: გაფრენა 12:00; 29 ივნისი თბილისი-კიოლნი: გაფრენა 19:00 საათზე; 30 ივნისი თბილისი-კიოლნი: გაფრენა 04:30 საათზე; 2 ივლისი კიოლნი-თბილისი: გამოფრენა 15:00 საათზე.უწყების ცნობით, მგზავრები რეგისტრაციის გასავლელად შესაბამის აეროპორტებში 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/1b/288635902_1:0:2732:2048_1920x0_80_0_0_890657fb3f0267b598bad45dcd47292e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ევრო-2024, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ევრო-2024, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრო 2024: საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება
15:00 28.06.2024 (განახლებულია: 16:18 28.06.2024) საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანიაში საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ქომაგებისთვის ჯამში 40-მდე ჩარტერული რეისი დააორგანიზა.
თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქართველი ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოს მეტოქე პლეი-ოფში ესპანეთის ნაკრებია. მატჩი კიოლნში კვირას, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
„ევრო 2024-ზე,საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე 13:00 საათიდან შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების მსგავსად, 195 ევრო ღირს. ბილეთების გაყიდვის მონიტორინგს ასევე, მგზავრების რეგისტრაციის პროცესს სრულად აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ფრენებს ქართული ავიაკომპანიები: „ჯორჯიან ვინგსი“ და „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებენ.
როგორც აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ავიაკომპანიებთან და პარტნიორ აეროპორტთან მოლაპარაკებების შედეგად, ჯამში კიოლნის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და პირიქით, 29 ივნისიდან 2 ივლისის პერიოდში 4 სუბსიდირებული ჩარტერული ფრენა შესრულდება.
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად მორგებული სუბსიდირებული ჩარტერული ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
თბილისი-კიოლნი: გაფრენა 12:00;
თბილისი-კიოლნი: გაფრენა 19:00 საათზე;
თბილისი-კიოლნი: გაფრენა 04:30 საათზე;
კიოლნი-თბილისი: გამოფრენა 15:00 საათზე.
უწყების ცნობით, მგზავრები რეგისტრაციის გასავლელად შესაბამის აეროპორტებში 3 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ. საქართველოს მოქალაქეებმა თბილისიდან კიოლნში გამგზავრებისას სამგზავრო დოკუმენტებთან ერთად, თან უნდა იქონიონ საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მატჩზე დასასწრები ბილეთები.
საქართველოს ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) ისტორიაში პირველად თამაშობს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
საქართველომ F ჯგუფში ოთხი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა გუნდს შესაძლებლობა მისცა გასულიყო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე პორტუგალიასთან (ექვსი ქულა) და თურქეთთან (ექვსი ქულა) ერთად.
ისტორიაში პირველად საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა, რომელიც წელს გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით იმართება.